COVID-19

კაცობრიობას სჭირდება ლიდერობა და სოლიდარობა COVID-19-ის დასამარცხებლად

 

კორონავირუსის პანდემია ჩვენი დროის გლობალური ჯანმრთელობის კრიზისია. გასული წლის ბოლოს მისი გამოჩენის შემდეგ, ვირუსი, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე გავრცელდა. დაავადების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, ხოლო ევროპა ვირუსის ეპიცენტრი გახდა, სადაც ჩინეთთან შედარებით, ყოველდღიურად ახალ-ახალი შემთხვევები რეგისტრირდება.

ქვეყნები დაავადების გავრცელების შენელებისთვის იბრძვიან - პაციენტების ტესტირებით და მკურნალობით, დაინფიცირებული პაციენტების კონტაქტების კვლევით, მოგზაურობის შეზღუდვით, მოქალაქეების იზოლაციითა და მასშტაბური შეკრებების,  სპორტული ღონისძიებების, კონცერტებისა და სკოლების გაუქმების გზით.

პანდემია ვრცელდება როგორც ტალღა, რომელსაც შეუძლია შთანთქოს ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მასთან გამკლავება უჭირს.

თუმცა Covid-19 უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ჯანმრთელობის კრიზისი. იმ მასშტაბის გათვალისწინებით, როგორც ვირუსი გავრცელდა, მას შეუძლია ღრმა გლობალური ნაიარევი დატოვოს გამანადგურებელი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების სახით.

ათეულობით უმსხვილესი ქალაქი დაცარიელებულია, რადგან ხალხი, საკუთარი არჩევანით თუ მთავრობის რეკომენდაციით, შინ რჩება. მთელ მსოფლიოში მაღაზიები, თეატრები, რესტორნები და კაფეები დაკეტილია.

ყოველდღიურად ადამიანები კარგავენ სამუშაოს და შემოსავალს. მათთვის უცნობია, როდის დაუბრუნდება მსოფლიო ჩვეული ცხოვრების წესს. დაიხურა სასტუმროები და დაცარიელდა პლაჟები პატარა კუნძულოვან ქვეყნებში, რომელთა შემოსავალი ტურიზმზეა დამოკიდებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, შესაძლოა 25 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგოს.

UNDP-ის საპასუხო ქმედება

ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ ვირუსის დაძლევისთვის მოემზადოს, საპასუხო ქმედებები განახორციელოს და ძალები აღიდგინოს. გაერო დაეხმარება ქვეყნებს ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მეტი ყურადღება სჭირდება.

ჩვენ ებოლასთან, HIV-ის, SARS-ის, TB-ისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება და კერძო და საჯარო სექტორებთან ურთიერთობის გრძელი ისტორია გვაქვს. UNDP დაეხმარება ქვეყნებს მყისიერად და ეფექტურად გაუმკლავდნენ COVID-19-ის კრიზისს მისი მანდატის ფარგლებში, რომელიც სიღარიბის დაძლევას, უთანასწორობის აღმოფხვრასა და კრიზისისადმი მედეგი სისტემების შექმნას ემსახურება.     

“პარტნიორებთან ერთად, გაერო აქტიურად მუშაობს სამ პრიორიტეტზე:  ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერა აუცილებელი მედიკამენტების და სამედიცინო პროდუქციის შეძენის გზით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თაოსნობით; კრიზისის მართვის და რეაგირების გაძლიერება; და კრიტიკული სოციალური და ეკონომიკური შედეგების დაძლევა.” UNDP-ის ადმინისტრატორი, აჰიმ შტაინერი

UNDP საქართველო: საპასუხო ქმედებები  


COVID-19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად ეხმარება საქართველოს კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების დაძლევაში.   

გაეროს ჩარჩო დოკუმენტის მიხედვით, რომელიც COVID-19-ის საპასუხოდ შემუშავდა, UNDP-ის წამყვანი როლი ენიჭება სოციო-ეკონომიკური აღდგენის საქმეში და გაეროს მუდმივი კოორდინატორებისა და გაეროს სააგენტოების ერთობლივი, მრავალსექტორული ჩარევის ხელშეწყობაში. ეს საქმიანობა წარიმართება ჯანდაცვის კრიზისზე გაეროს მიმდინარე რეაგირებასთან ერთად, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხელმძღვანელობს.

გაეროს განვითარების პროგრამამ, საქართველოს მთავრობასთან, დონორებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, უკვე გადახედა მის მიმდინარე საქმიანობას, რომლის წლიური ბიუჯეტი 20 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, და ბევრი არსებული პროექტი პანდემიის ფონზე შექმნილ საჭიროებებს მოარგო.

UNDP-ის ხელშეწყობა მოიცავს საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას კორონავირუსის პრევენციის შესახებ, ვირუსისგან დამცავი საშუალებების გავრცელებასა და სხვა სახის დახმარების გაწევას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის მხარდაჭერას მათი საქმიანობის ონლაინ სივრცეში გადატანისას, და სოფლის მოსახლეობის დახმარებას სხვადასხვა საგრანტო პროგრამის მეშვეობით.

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ქართული კომპანია იწყებს სახის დამცავი ფარების წარმოებას. ფოტოს წყარო: CaucasPack

 

ჩინეთში ჩვენ დავიწყეთ სოციალური მედია კამპანია 40 სხვადასხვა უმცირესობის ენებზე იმისთვის, რომ გავავრცელოთ ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ მოწყვლად ჯგუფებში, როგორებიც არიან ხანდაზმული ასაკის და სხვა დაუცველი მოსახლეობა.

ჩინეთის მთავრობისშთვის სამედიცინო საშუალებების გადაცემის ცერემონიალი გაეროს სახლში პეკინში. ფოტოს ავტორი: UNDP ჩინეთი

 

ლიბანში ჩვენ ვეხმარებით მთავრობას, რომელიც კატასტროფებით გამოწვეული რისკების მართვის გეგმაზე მუშაობს. ხოლო ვიეტნამში ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობის და ეთნიკურ უმცირესობებსა და შშმ პირებს შორის, განსაკუთრებით ჩინეთის საზღვართან სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერებას.            

WhatsApp-თან თანამშრომლობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და UNICEF-მა შექმნეს საინფორმაციო ქსელი, რომლის საშუალებითაც მილიარდობით ადამიანს მსოფლიოში შესაძლებლობა ექნება რეალურ დროში სამედიცინო დახმარება მიიღონ.

ფოტოს ავტორი: ბასაკ კაბადაი/Shutterstock.com

 

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სარეკლამო კომპანიასთან, AMV-სთან, და მწერალთან და კომედიური ჟანრის მსახიობთან, სტივენ ფრაისთან Tweet Zero-ს კამპანიის ფარგლებში. კამპანია აღწერს მარტივ მოქმედებებს, რომლებითაც ადამიანი ვირუსისგან თავდაცვას შეძლებს,  მაგალითად, ხელების ხშირი დაბანა და ავადმყოფობის დროს სახლში დარჩენა.

ვირუსთან გამკლავება მოითხოვს საზოგადოების ძალისხმევას შეზღუდოს COVID-19- ის გავრცელება და შეამსუბუქოს პოტენციურად დამანგრეველი გავლენა, რაც მას შეუძლია მოწყვლად ჯგუფებზე და ეკონომიკაზე იქონიოს.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა და თანამშრომლობა, ქვეყნებში და მათ შორის, ხალხსა და მთავრობებს შორის.

UNDP-ის ხელშეწყობა ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ კონკრეტული ქვეყნების საპასუხო ქმედებები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ინკლუზიური იყოს და რომ არავინ დარჩეს მხარდაჭერის მიღმა, ხოლო ქვეყნებმა განაგრძონ წინსვლა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ.

ამ პროცესში, ჩვენ ასევე უნდა გავიაზროთ ის, თუ როგორ ავიცილოთ მსგავსი პანდემიის განმეორება. გრძელვადიან პერსპექტივაში, UNDP დაეხმარება ქვეყნებს უკეთესად მართონ ასეთი კრიზისები და უზრუნველყონ მიღებული გამოცდილების მაქსიმალური გამოყენება.

გლობალური საპასუხო ქმედება დღეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში.

 

 

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
Icon of SDG 03

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი