ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

თბილისი. 7 მაისი 2020 – საქართველოს სოფლის დასახმარებლად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, იწყებენ 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამას, რომელიც სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებას, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის ცვლილების შერბილებას შეუწყობს ხელს.

საგრანტო პროგრამა განხორციელდება რვა მუნიციპალიტეტში - ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში, სადაც ევროკავშირი და UNDP მხარს უჭერენ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. განაცხადები ასევე მიიღება სხვა მუნიციპალიტეტებიდან იმ შემთხვევაში, თუ პროექტების განხორციელება სამიზნე მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.

„საგრანტო პროგრამა მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმია სოფლად ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. „პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებას.“

„ევროკავშირი ახდენს ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას, რათა არსებული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს საქართველოს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. „მოხარული ვარ, რომ საგრანტო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს სოფელს, სადაც ეკონომიკური განვითარება ჩვეულ ვითარებაშიც კი გამოწვევას წარმოადგენს“.

საგრანტო პროგრამა არაფერმერულ სტარტაპ ბიზნესებსა და მზარდ საწარმოებს დაეხმარება. თითოეულ ბიზნეს პროექტზე გაიცემა 170,000 ლარამდე ოდენობის გრანტი. ბიზნესები ასევე მიიღებენ 30,000 ლარამდე ოდენობის გრანტს, რომელიც მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ბიზნესის მდგრადობისთვის გრანტის ყველა მიმღებმა უნდა უზრუნველყოს  წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების 20%-იანი თანადაფინანსება.

პროგრამის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება განხორციელდება 2020 წლის 1 აგვისტომდე. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: www.arda.gov.ge

„კორონავირუსის პანდემიაზე საქართველოს სამაგალითო პასუხმა ბევრი სოცოცხლე გადაარჩინა“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ჩვენი ახალი საგრანტო პროგრამის მიზანია, ადამიანების საარსებოს წყაროს გადარჩენა, რომელსაც შეზღუდვებისა და კარანტინის პირობებში საფრთხე შეექმნა, ხოლო ჩვენი მოქმედების პრინციპია „აღვადგინოთ უკეთესად“. დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, ხელი შევუწყოთ სოფლად მწვანე განვითარებას, რაც ადამიანებისა და პლანეტის კეთილდღეობას ემსახურება“.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს (179.5 მილიონ ევროს) შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე არაფერმერული ეკონომიკური საქმიანობის სფეროში.

ENPARD პროგრამის განხორციელებაში ჩართულია რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო (FAO), რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორცილებს საგრანტო პროგრამას სოფლად ფერმერული ბიზნესისა და სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org

მეტი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
Icon of SDG 01 Icon of SDG 07 Icon of SDG 08 Icon of SDG 13

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი