ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ნონა გუდულიძეს ვერასდროს წარმოედგინა, რომ სიარულს ვეღარ შეძლებდა. 2020 წელს, ენერგიით სავსე ექთანი, რომელსაც ამბროლაურში სამსახური და საზოგადოების დაფასება ჰქონდა, ავარიაში მოჰყვა და ორივე ფეხი დაკარგა.

ნონას სიტყვებით, მას შემდეგ ფანჯარასთან ეტლში იჯდა და უიმედოდ უცქერდა, როგორ მიედინება ცხოვრება.

ბევრი სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მსგავსად, ნონას შემთხვევაშიც ძირითადი პრობლემა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების ნაკლებობას უკავშირდება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ შშმ პირები ხშირად სახლს მიჯაჭვულნი არიან და თავის პოტენციალს, უნარებსა და ნიჭს სათანადოდ ვერ იყენებენ.

წელს ამბროლაურში მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა ჯგუფს, მათ შორის, შშმ პირებს, მოხუცებსა და ახალგაზრდობას მოემსახურება. ასეთი ცენტრის არსებობა სრულიად შეცვლის საზოგადოების ცხოვრებას და ადამიანებს ახალ პერსპექტივებს დაანახებს.

„ვერც კი გამოვხატავ, როგორ მიხარია, რომ ამ ცენტრში ვიმუშავებ. მოუთმენლად ველოდები, როდის შევძლებ ბიბლიოთეკასა და სტამბაში საქმიანობის დაწყებას. სამსახური დღეს ყველას უჭირს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ეს თითქმის შეუძლებელია. მაგრამ ახლა თავს ისევ ადამიანად ვგრძნობ!“, - ამბობს ნონა.

ამბროლაურის სოციალური ინკლუზიის ცენტრი საქართველოში პირველი ინსტიტუციაა, სადაც შექმნილია კომფორტული და კარგად აღჭურვილი გარემო როგორც შშმ პირთა რეაბილიტაციისთვის, ისე იმ უნარების განვითარებისთვის, რომლებიც მათ სოციალური აქტივობისთვის, სწავლისა და პროფესიული საქმიანობისთვის სჭირდებათ.  

ცენტრში ფუნქციონირებს სპეციალიზებული სპორტული დარბაზი, ფიზიოთერაპიის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, პროფესიული გადამზადების კლასი და სტამბა, რომლებიც 50-ზე მეტ შშმ პირს მოემსახურება, ხოლო სხვა მოსახლეობისთვის ინტეგრაციის, თანასწორობისა და თანამშრომლობის სივრცეს შექმნის.

ადგილობრივ საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიის ცენტრმა გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. ძველი და უსახური მუნიციპალური შენობა თანამედროვე, კეთილმოწყობილ სივრცედ გარდაიქმნა, ხოლო ცნობილი მხატვრის მუსია ქებურიას მოხატულმა კედლებმა ცენტრი ადგილობრივ ღირშესანიშნაობად აქცია.

„აქაურობას რომ დაინახავენ, ადამიანებს ერთიანობისა და თანამონაწილეობის განცდა უნდა გაუჩნდეს. იმედი მაქვს, რომ ჩემი ნახატები ყველას გრძნობებსა და მისწრაფებებს გამოხატავს“, - ამბობს მუსია.  

სოციალური ინკლუზიის ცენტრის ინიციატორები და სულისჩამდგმელები გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ არიან. ცენტრის ხელშეწყობა განხორციელდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) დაფინანსებით.

ცენტრის მოწყობაში ჩართულები იყვნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.

პროექტს ასევე მხარი დაუჭირეს ბულგარეთისა და პოლონეთის საელჩოებმა. მათი ხელშეწყობით, ცენტრი აღიჭურვა თანამედროვე მოწყობილობებით. მომავალში, მის ტერიტორიაზე გაიხსნება სათბური, რომელიც შშმ პირებსა და ცენტრის პერსონალს დასაქმებისა და შემოსავლის მიღების დამატებითი შესაძლებლობით უზრუნველყოფს.

„ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა ლომაძე თვლის, რომ სოციალური ინკლუზიის ცენტრი „თამაშის წესებს“ შეცვლის, ხოლო ამბროლაურის მაგალითს სხვა მუნიციპალიტეტებიც გაიზიარებენ.

„UNDP-ის მიერ შეთავაზებული სოციალური ინკლუზიის მოდელი აერთიანებს ადაპტირებულ გარემოსა და შესაბამის სერვისებს, რომლებიც შშმ პირთა საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენი მიდგომის საფუძველი შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ძირითადი პრინციპია - არაფერი ჩვენთვის ჩვენს გარეშე“.

საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 125,000 შშმ პირი, რაც მოსახლეობის 3.3 პროცენტს შეადგენს. რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, შშმ პირები მოსახლეობის 12 პროცენტს წარმოადგენენ.

მიუხედევად იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ეს სოციალური ჯგუფი ჯერ კიდევ ყველაზე გარიყული და მარგინალურია. თითქმის ყველა სფეროში, შშმ პირები ყოველდღიურად აწყდებიან ფიზიკურ ბარიერებსა და სტიგმას, რომლებიც მათ ინტეგრაციასა და ღირსეულ ცხოვრებას უშლის ხელს.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ვითარება თანდათან უკეთესობისკენ იცვლება. გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა თანხმდება, რომ შეზღუდულმა შესაძლებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს საზოგადოებაში ინტეგრაციას, აქტიურ ცხოვრებასა და ადამიანის ყველა ძირითადი უფლებით სარგებლობას. საზოგადოებრივი მიმღებლობა განსაკუთრებით მაღალია ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირთა შემთხვევაში. მოსახლეობის ორი მესამედი თვლის, რომ ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ სწავლაში, ხოლო ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ მათ დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლიათ. მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებთან მიმართებაში. აქ საზოგადოებრივი მიმღებლობის დონე კვლავ დაბალია.

UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა საუბრობს სისტემურ ცვლილებებზე, რომელთა შედეგად ამბროლაურის სოციალური ინკლუზიის ცენტრის მსგავსი ინიციატივები ერთიანი სახელმწიფო მიდგომის შემადგენელი გახდება.

„გასულ წლებში, არაერთი დადებითი ცვლილება დავინახეთ. განსაკუთრებით საგრძნობლად შეიცვალა საზოგადოებრივი დამოკიდებულება შშმ პირთა მიმართ. ჩვენი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა თვლის, რომ მთავრობამ მეტად უნდა შეუწყოს ხელი შშმ პირებს, ინკლუზიური განათლება განავითაროს და დასაქმების თანასწორი შესაძლებლობები შექმნას. ამ მხრივ, ამბროლაურის სოციალური ინკლუზიის ცენტრი ნამდვილად სამაგალითო ინიციატივაა“, - აცხადებს ჩერნიშოვა.  

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს  მთავრობასთან, გაეროს სააგენტოებთან და სხვა ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.

2020 წლის დასაწყისში, SDG Fund-ის დაფინანსებით, გაეროს ექვსმა სააგენტომ წამოიწყო 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც  შშმ პირთა სოციალური დაცვის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პანდემიის დაწყებისთანავე, გაეროს სააგენტოებმა გადახედეს პროგრამის საქმიანობას და ყველა მიმდინარე აქტივობა ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების დაძლევის ამოცანებს მოარგებს.

Icon of SDG 10 Icon of SDG 16

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი