შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა

სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

მიმოხილვა

გაეროს ერთობლივი პროგრამა „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“ გაეროს ექვსი სააგენტოს -  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women)  და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც დაფინანსებულია დაფინანსებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მიერ.

ერთობლივი პროგრამა მიზნად ისახავს შეცვალოს ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც იწვევს შშმ პირთა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვას როგორიცაა შშმ პირთა მიმართ სამედიცინო მიდგომა, რომელიც შესაძლებლობის შეზღუდვას ინდივიდუალურ ნაკლად  განიხილავს. შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური მოდელის შემოღება მხარდაჭერილი იქნება მონაცემთა, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დახვეწით, შეზღუდული შესაძლებლობის განსაზღვრით და მასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის ღონისძიებებით, ისევე როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებითა და სოციალური ნორმების ცვლილებების სტიმულირებით. პროგრამა მხარს დაუჭერს შშმ პირების ორგანიზაციების გაძლიერებას და შშმ პირების დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას.

რას ვაკეთებთ

პროგრამის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამა მუშაობს შშმ პირებისთვის გარემოს, ინფორმაციისა და მომსახურების მისაწვდომობის გაუმჯობესების, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის, ადგილობრივ დონეზე სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ეფექტიანი განხორციელებისა და მონიტორინგის მხარდაჭერის მიმართულებით.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, სახალხო დამცველის ოფისთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, საქსტატთან, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია, ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან.

მოსალოდნელი შედეგები

  • სამართლებრივი ჩარჩოსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გაძლიერებისა და არადისკრიმინაციული სოციალური ნორმების ხელშეწყობა შშმ პირების მიერ თავიანთი უფლებების ეფექტიანად სარგებლობისთვის.
  • სოციალურ მოდელზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შეფასების სისტემის არსებული პილოტის გავრცელება საქართველოს სულ მცირე კიდევ ერთ რეგიონში.
  • მონაცემთა შეგროვების, მონიტორინგისა და ადვოკატირების უნარის გაძლიერება გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებისთვის.
  • შშმ პირების თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ასაკისა და სქესის მიუხედავად.
  • სოციალურ მოდელზე დაფუძნებით გენდერულად სენსიტიური შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სისტემის გარდაქმნა.
  • სისტემების გამართვა შშმ პირებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

15a ფალიაშვილის ქუჩა
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

მარიამ თუთბერიძე
პროექტის მენეჯერი
mariam.tutberidze@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org