ფოტოს წყარო: ACG/UNDP

პანდემიის დროს ოჯახური და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის გაზრდილი შემთხვევების ფონზე, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობის მსხვერპლთათვის გაწეული სახელმწიფო სერვისების ეფექტიანობის შეფასებაში.  

ამ დახმარების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, პოლიციის საქმიანობის და გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზის, 112-ის ეფექტიანობა შეაფასა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული რეფორმები, ისევე როგორც კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გადადგმული ნაბიჯები ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეფექტიანი რეაგირება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე იმ აქტივობების შედეგია, რაც ჩვენ შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პანდემიის პერიოდში განვახორციელეთ“, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

კვლევაში გამოყენებულია რაოდენობრივი გამოკითხვის მეთოდი, რომელსაც საფუძვლად დაედო  ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 76 ქალის სატელეფონო ინტერვიუ თბილისსა და რეგიონებიდან. რესპონდენტების შერჩევა მოხდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაცემთა ბაზაში არსებული ბენეფიციარების შემთხვევითი შერჩევის მეთოდით.

კვლევის თვისებრივი ნაწილი ეფუძნება ფოკუს ჯგუფების შედეგებს, რომლებშიც მონაწილეობდა ათი იურისტი და ათი პოლიციელი, და ასევე თხუთმეტი სიღრმისეული ინტერვიუს მონაცემებს, რომლებიც  ჩატარდა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (საფარი, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ბენეფიციარებთან.

კვლევამ მოიცვა 2020 წლის მარტი-ივნისის პერიოდი და შემდეგი მიგნებები გამოავლინა:  

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხოლოდ 44-მა პროცენტმა მიმართა 112-ს, პოლიციის გამოძახების მიზნით.
  • მათ შორის, ვინც 112-ზე დარეკა, 71 პროცენტი უკმაყოფილოა გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზის მომსახურებით.
  • მსხვერპლთა 56-მა პროცენტმა გადაწყვიტა, რომ 112-ზე არ დაერეკა. აქედან, მხოლოდ 10-მა პროცენტმა ფიზიკურად მიმართა უშუალოდ პოლიციის განყოფილებებს.
  • გამოკითხულთა 27 პროცენტი აღნიშნავს, რომ რჩევისა და დახმარებისთვის მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართეს.    

ძალადობის მსხვერპლები, რომელთაც 112-ზე არ დაურეკავთ, სხვადასხვა მიზეზით ხსნიან თავის გადაწყვეტილებას - უნდობლობით (35 პროცენტი), ინფორმაციის ნაკლებობით (30 პროცენტი) და ხანგრძლივი ლოდინის დროით (18 პროცენტი).

112-თან დაკავშირების სირთულე შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ  პანდემიის დროს, ამ სერვისმა COVID-19-ის ცხელი ხაზის ფუნქციაც შეითავსა. 2020 წლის ნოემბრიდან 112-ს დაემატა ტელეფონის რამდენიმე შიდა ნომერი (გაფართოება), სხვადასხვა სახის მომსახურებისთვის - გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, COVID-19-ის მიმართულება და სახანძრო და სამაშველო სამსახური, რაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებასაც მოიცავს. ამ ცვლილების შედეგად, მოსალოდნელია ცხელი ხაზის ზოგადი მუშაობის გაუმჯობესება, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან მიმართებაში.     

„ოჯახური ძალადობა მსოფლიოს ჩრდილოვანი პანდემიაა. ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს დაეხმაროს პასუხისმგებელ ორგანოებს გამოავლინონ და გამოასწორონ ძალადობის პრევენციისთვის შექმნილი სისტემის ნაკლოვანებები და, პანდემიის დროს შექმნილი ვითარების მიუხედავად, დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულებს და სათანადოდ გამოიძიონ მოძალადეების ქმედებები,“ - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

ძალადობის მსხვერპლები, რომლებმაც დახმარებისთვის საპატრულო პოლიციას მიმართეს, აღნიშნავენ, რომ ადგილზე მოსასვლელად პოლიციას 10-15 წუთი (გამოკითხულთა 42 პროცენტი) ან მეტი (გამოკითხულთა 58 პროცენტი) დასჭირდა. გამოკითხულთა 39 პროცენტი აღნიშნავს პოლიციელთა უყურადღებო და გულგრილ დამოკიდებულებას ძალადობის მსხვერპლების მიმართ. რამდენიმე რესპონდენტმა გაიხსენა პოლიციელთა სიტყვები: „პანდემიის დროს რა დროს ოჯახური ძალადობაა“.

”დიდი ბრიტანეთი ამაყობს, რომ წვლილი შეაქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურების გაუმჯობესების საქმეში. პანდემიამ განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა ანონიმური დახმარების, კონსულტაციისა და თავშესაფრის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხრივ, ისევე როგორც ამ სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ კვლევის ფარგლებში, ეფექტიანი თანამშრომლობა შედგა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარს“ შორის. კვლევის მიგნებები დაეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უკეთესი სერვისების შემუშავებაში“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა.

რესპონდენტების ნახევარი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით შემოღებული რეგულაციები უარყოფითად აისახა პოლიციის მუშაობაზე. მაგალითად, პოლიციის განყოფილებაში მისვლა გართულდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო.

გამოკითხულთა 88 პროცენტმა იცის, რომ პოლიცია არ უზრუნველყოფს ონლაინ საგამოძიებო მომსახურებას. შინაგან  საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მტკიცებულებათა შეგროვების მოქმედი წესები არ იძლევა დანაშაულის გამოძიების დისტანციური წარმოების შესაძლებლობას.

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის თებერვალი-ივლისის პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გაიცა 5,521 შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2020 წლის იმავე პერიოდში შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 5,699-მდე გაიზარდა. კვლევის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გაიცა ძალადობის დარეგისტრირებული ინციდენტების შემთხვევაშიც, გამოკითხულთა 85 პროცენტის მოთხოვნითა და თანხმობით.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი ოფიციალური სტატისტიკა არ მიუთითებს ოჯახური ძალადობის შემთხვევების განსაკუთრებულ ზრდაზე, ექსპერტების აზრით, ეს ციფრები არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას, რადგან საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევები სრულად არ აღირიცხება.

2021 წლის დასაწყისში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) ერთად, გამოაქვეყნა „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება“, რომელმაც გამოავლინა, რომ ძალადობის მსხვერპლებს არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ დახმარების არსებული სერვისების შესახებ.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ხელშეწყობის საქმეში პოლიციის ეფექტიანობის კვლევა განხორციელდა ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს მთავრობასთან და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით ახორციელებს. 

საკონტაქტო ინფორმაცია

Icon of SDG 16

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი