საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

მიმოხილვა

ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობა ღია და პასუხისმგებლიანი მთავრობის საწინდარია, რაც გაეროს გამოკითხვის „ჩემი სამყარო“ თანახმად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პრიორიტეტია. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებითა და ეროვნულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს მთავრობას საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელებაში. პროექტი ეხმიანება ქვეყნის ეროვნულ პრიორიტეტებს და პასუხობს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის ექვსი მიმართულებიდან სამს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

რას ვაკეთებთ

პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მთავრობას პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში, მონიტორინგისა და შეფასების ძლიერი ინსტრუმენტების შემოღებაში ტრეინინგების, საკონსულტაციო მხარდაჭერისა და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის გზით.

ადამიანური რესურსების მართვა და კანონი საჯარო სამსახურის შესახებ: ჩვენ მხარს ვუჭერთ კარიერულ პრინციპზე დაფუძნებულ, ერთიან სტანდარტზე მორგებულ საჯარო სამსახურის შექმნას, რომელიც დაცულია სუბიექტური გადაწყვეტილებებისგან.

ჩვენ ხელს ვუწყობთ საჯარო სამსახურის რეფორმისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან სტანდარტზე მორგებულ სასწავლო პროგრამების სისტემის შემოღებას; ეფექტურ საერთაშორისო მოდელებზე დაფუძნებულ მოხელეთა შეფასების სისტემის დანერგვას; საჯარო სამსახურში დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების ინსტრუმენტების შემოღებასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას საჯარო მმართველობის რეფორმის უფრო ეფექტიანი განხორციელებისათვის. 

სახელმწიფო სერვისების მიწოდება: სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების ერთიანი სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვით, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან სახელმწიფო სერვისების სფეროში არსებული მიღწევების შემდგომი ინსტიტუციონალიზაციისა და მდგრადობის შენარჩუნებისათვის. ჩვენ ხელს ვუწყობთ ონლაინ სერვისების მზარდ მოხმარებას ელექტრონული პლატფორმების გაუმჯობესების გზით.

ჩვენი საქმიანობა

UNDP ეხმარება შესაბამის სამთავრობო უწყებებს შემდეგი მიმართულებებით:   

  • საერთო სტანდარტებზე მორგებული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შემოღება და ახალი თანამშრომლებისათვის საორიენტაციო კურსის დანერგვა, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის უზრუნველსაყოფად.
  • საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პრაქტიკის გაუმჯობესება.
  • საჯარო მოხელეთა სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
  • დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ამუშავება შრომითი დავების მეტად ეფექტიანი მოგვარების მიზნით.
  • სახელმწიფო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება პასუხისმგებლობის გაზრდისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე უკეთ მორგების გზით ინოვაციური და თანმიმდევრული მეთოდოლოგიების გამოყენების მეშვეობით.
  • ელექტრონულ მმართველობაზე ცნობიერების ამაღლება და ელექტრონული სერვისების მოხმარების ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
  • ცოდნის ბაზის სისტემის შექმნა წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი რეპლიკაციის მიზნით, ქვეყნის შიგნით და გარეთ.
  • ორგანიზაციებისათვის ღია ექსპერიმენტული სივრცეების შექმნა პოლიტიკის კვლევის დოკუმენტებისა და მცირე გრანტების კონკურსების გამოცხადების გზით. ინოვაციური საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასთან ერთად, ეს კომპონენტი ემსახურება ადგილობრივი ექსპერტიზის მოზიდვასა და გაძლიერებას, რაც, თავის  მხრივ, ხელს უწყობს საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებულ განხორციელებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15ა 
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ნანა წიკლაური
პროექტის მენეჯერი
nana.tsiklauri@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

სტატუსი:

Ongoing

დაწყების თარიღი:

July 2016

დასრულების თარიღი:

December 2020

სექტორი:

  • eradicate poverty in all its forms and dimensions
  • პროექტის ოფისი:

    UNDP in Georgia

    განმახორციელებელი პარტნიორი:

    GEO -Government Administration

    Full project information  

    Funding Support by

    დონორი

  • Department For International Development (dfid)
  • შემოწირული თანხა

    $ 6,349,854

    გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი

    2020 $ 681,350

    2019 $ 1,403,144

    2018 $ 1,494,904

    2017 $ 1,453,173

    2016 $ 225,539

    დამატებითი ინფორმაცია

    ჩატვირთვა…
    ჩატვირთვა…
    ჩატვირთვა…

    UNDP მსოფლიო

    ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

    ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

    გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

    დომინიკის რესპუბლიკა

    ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

    ვენესუელა ვიეტნამი

    ზამბია ზიმბაბვე

    თურქეთი თურქმენეთი

    იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

    კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

    ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

    მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

    ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

    პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

    რუანდა რუსეთის ფედერაცია

    სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

    ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

    უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

    ფილიპინები

    ქუვეითი

    ყაზახეთი ყირგიზეთი

    ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

    წყნარი ოკენეს რეგიონი

    ხორვატია

    ჯიბუტი

    ჰაიტი ჰონდურასი