მედიაცია და არბიტრაჟი დავების გადაწყვეტისათვის

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების, ეფექტიანობის გაზრდისა და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის

მიმოხილვა

„მედიაცია და არბიტრაჟი დავების გადაწყვეტისათვის“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივაა. საქართველოს მთავრობასთან, სასამართლო სისტემასთან, კერძო სექტორსა და პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს შეუწყობენ სამოქალაქო და კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას აღნიშნული სერვისების მისაღებად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების - მედიაციისა და არბიტრაჟის დამკვიდრების აუცილებლობას, რაც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და მართლმსაჯულების სისტემის დახვეწას.

საქართველოში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების მხარდაჭერის ახალი ფაზა ეყრდნობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ორი ერთობლივი ინიციატივის შედეგებს - „მართლმსაჯულება ყველასათვის“ (2016-2018) და „მედიაცია და არბიტრაჟი - დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“ (იანვარი 2019-აპრილი 2021). ახალი ფაზა 2021 წელს განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 264,700 ევროს შეადგენს. პროექტი ევროკავშირის ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის EU4Business ნაწილია და წვლილს შეიტანს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის მიზნები ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  1. მედიაციისა და არბიტრაჟის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაზრდა.
  2. პროფესიონალურ მედიაციისა და არბიტრაჟის სერვისზე ხელმისაწვდომობა.

პროექტის კონკრეტული შედეგები მოიცავს:

  • მედიაციასა და არბიტრაჟის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება.
  • მედიაციისა და არბიტრაჟის მიმართ ცნობადობის გაუმჯობესება.
  • მედიატორებისა და არბიტრების პროფესიული გაერთიანებების ინსტიტუციური გაძლიერება.
  • სასამართლო სისტემისა და იურისტების შესაძლებლობების გაზრდა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენებისათვის.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15ა
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ლიანა ქარცივაძე
პროექტის მენეჯერი
liana.kartsivadze@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

Impact

START DATE

April 2021

END DATE

December 2022

STATUS

Completed

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

United Nations Development Programme

DONORS

EUROPEAN COMMISSION

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$310,316

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2021$308,964

Full Project information