მართლმსაჯულება ყველასათვის

ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

მიმოხილვა

ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში წარმოადგენს ევროკავშირისა და გაეროს ორი სააგენტოს: გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივ ინიციატივას.

პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ეფუძნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2015 წლის მაისში ხელმოწერილ ფინანსურ შეთანხმებას „საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის“ შესახებ.

რას ვაკეთებთ

პროექტის მიზანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, პროფესიონალიზმისა და ეფექტურობის ამაღლება, და ყველა მოქალაქისთვის სამართლიანობის ხელმისაწვდომობის გაზრდა შემდეგი ქმედებებით:

  • სპეციალური მარეგულირებელი ჩარჩოსა და განხორციელების მექანიზმის საფუძველზე დაფუძნებული ეფექტიანი და ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა.
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, იურიდიული დახმარების სამსახურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და მართლმსაჯულების სფეროს სხვა მხარეების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება.
  • იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა.
  • დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების - მედიაციისა და არბიტრაჟის დანერგვა.

ინიციატივის პროგრესის შეფასება მოხდება პოლიტიკის დოკუმენტებით, მათ შორის: სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (მიღებულია 2005 წელს); ბავშვების მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის სტრატეგია (ცვლილებები შეტანილია 2014 წელს), არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია (მიღებულია 2012 წელს; ცვლილებები შეტანილია 2015 წელს); 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (მიღებულია 2014 წელს).      

პროექტის მთავარი მიზანია მართლმსაჯულებისა და სახელმწიფო ინსიტიტუციების გაძლიერება და სამართლის სფეროს წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარების მიზნით.  

პროგრამის კონკრეტულია მიზნებია:

  • მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა, იურიდიული მომსახურების განვითარება, მათ შორის იურიდიული დახმარების სამსახურის გაძლიერება და დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა.
  • ეფექტიანი და ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის შემოღებისა და განვითარების მხარდაჭერა. 

შედეგები

  • იურიდიული დახმარების სამსახურის მართვა და ადმინისტრირება გაუმჯობესდა სტრატეგიის და ორგანიზაციული სტრუქტურის განახლების, ელექტრონული მართვის სისტემა „ქეისბანკის“, და ახალი სათავო ოფისის განახლების  შედეგად.
  • იურიდიული დახმარების სამსახურის  მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდა  თანამშრომლებისთვის და ადვოკატებისთვის ჩატარებული მიზნობრივი ტრენინგების შედეგად. 2016-2018 წლებში 28 საგანში 79 სპეციალიზებული ტრენინგი ჩატარდა, ჯამში ტრენინგი სულ 1733-მა მონაწილემ გაიარა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა და/ან განახლდა 14 ახალი სატრენინგო მოდული.
  • ამუშავდა პორტალი free.mylaw.ge და შეიქმნა იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა  ქსელი. შედეგად, გაუმჯობესდა იურიდიული დახმარების სამსახურზე წვდომა და უფასო იურიდიული დახმარების გამწევ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა.
  • გაიხსნა სამსახურის ახალი ვებგვერდი, რომელიც სამ ენაზეა ხელმისაწვდომი და ასევე სრულად ადაპტირებულია მხედველობის პრობლემების მქონე პირთათვის. შედეგად, გაუმჯობესდა წვდომა იურიდიული დახმარების სამსახურზე.
  • საკომუნიკაციო კამპანიების და სართაშორისო ღონისძიებების ჩატარების შედეგად გაიზარდა იურიდიული დახმარების, როგორც მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი კომპონენტის,  შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერება. ეს აქტივობები მოიცავდა 2017 წლის იურიდიული დახმარების  რეგიონული კონფერენციას და იურიდიული სამსახურის სათავო ოფისის გახსნას.
  • იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობა და ეფექტურობა გაძლიერდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისტემური მხარდაჭერის -  2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა მომზადების, ადვოკატთა პორტალის შექმნის, ორი საერთაშორისო კონფერენციის გამართვის ხელშეწყობის, და 3,000ზე მეტ ადვოკატისთვის  მიზნობრივი ტრენინგების ჩატარების შედეგად.
  • დავების მოგვარების ალტერანტიული  მექანიზმების, არბიტრაჟისა და მედიაციის შესახებ ცნობიერება ამაღლდა 2016-2018 წლებში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კამპანიების შედეგად. ეს აქტივობები მოიცავდა საზოგადოებრივ ღონისძიებებს საქართველოს რვა ქალაქში, 800-ზე მეტ ადვოკატისთვის მედიაციის საკითხებში ტრენინგის ჩატარებას, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციების გამართვას- თბილისის მედიაციის დღეები (2016 წლის ნოემბერი) და GIAC არბიტრაჟის დღეები თბილისში (2016 და 2017 წლის ოქტომბერი), ათი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის მედიაციის კურსების სწავლების დაწყებაში მხარდაჭერას.
  • შემუშავდა კანონპროექტი მედიაციის შესახებ და საბოლოო განხილვისთვის  წარედგინა იუსტიციის სამინისტროს.
  • გაძლიერდა არბიტრაჟის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების: საქართველოს არბიტრთა ასოციაციის, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის და საქართველოს საარბიტრაჟო ინიციატივის ინსტიტუციური შესაძლებლობები.
  • მომზადდა და გამოიცა პუბლიკაციები დავების მოგვარების ალტერნატიული გზების თემაზე - საარბიტრაჟო ტერმინოლოგიის პირველი განმარტებითი ლექსიკონი ქართულ ენაზე, არბიტრაჟის გზამკვლევი საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეთათვის, არბიტრაჟის გზამკვლევი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთათვის.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15ა
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

რუსუდან ტუშური
პროექტის მენეჯერი
rusudan.tushuri@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

სტატუსი:

Completed

დაწყების თარიღი:

January 2016

დასრულების თარიღი:

July 2020

სექტორი:

  • accelerate structural transformations
  • პროექტის ოფისი:

    UNDP in Georgia

    განმახორციელებელი პარტნიორი:

    GEO State Min. for Reintegrat.

    Full project information  

    Funding Support by

    დონორი

  • United Nations Development Pro
  • United Nations Children's Fund
  • European Commission
  • შემოწირული თანხა

    $ 1,914,461

    გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი

    2020 $ 0

    2019 $ 0

    2018 $ 698,289

    2017 $ 623,444

    2016 $ 535,332

    დამატებითი ინფორმაცია

    ჩატვირთვა…
    ჩატვირთვა…
    ჩატვირთვა…

    UNDP მსოფლიო

    ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

    ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

    გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

    დომინიკის რესპუბლიკა

    ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

    ვენესუელა ვიეტნამი

    ზამბია ზიმბაბვე

    თურქეთი თურქმენეთი

    იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

    კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

    ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

    მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

    ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

    პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

    რუანდა რუსეთის ფედერაცია

    სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

    ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

    უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

    ფილიპინები

    ქუვეითი

    ყაზახეთი ყირგიზეთი

    ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

    წყნარი ოკენეს რეგიონი

    ხორვატია

    ჯიბუტი

    ჰაიტი ჰონდურასი