მედიაცია და არბიტრაჟი

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების, ქართველი მედიატორებისა და არბიტრების პროფესიული განვითარებისა და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის

მიმოხილვა

„გაუმჯობესებული მედიაცია და არბიტრაჟი დავების უფრო სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტისათვის“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივაა. საქართველოს მთავრობასთან, სასამართლო სისტემასთან, კერძო სექტორთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს შეუწყობენ კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენებას, ქართველი მედიატორებისა და არბიტრების პროფესიულ განვითარებას, საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთერთ პრიორიტეტად განისაზღვრა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების - მედიაციისა და არბიტრაჟის შემუშავების აუცილებლობას, რაც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მართლმსაჯულების სისტემის დახვეწას.

წინამდებარე პროექტი 2016-2018 წლებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მართლმსაჯულება ყველასათვის“ შედეგებს ეყრდნობა. საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების მხარდაჭერის ახალი ფაზა 2019-2020 წლებში განხორცილდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 850 ათასი ევროს შეადგენს. პროგრამა შესრულდება ევროკავშირის ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის EU4Business ფარგლებში და წვლილს შეიტანს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის მიზნები ორ ძირითად სფეროს მოიცავს:
1. არბიტრაჟისა და მედიაციის გამოყენებისა და ხარისხის გაზრდა შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერების გზით.
2. მედიატორების, არბიტრების, იურისტებისა და სასამართლოს თანამშრომლების შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის გაზრდა კომერციული დავების თანმიმდევრული, ეფექტიანი და სწრაფი გადაწყვეტისათვის.

პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:

  • მედიაციისა და არბიტრაჟის შესახებ კანონების ეფექტიანი განხორციელება.
  • მედიაციისა და არბიტრაჟის ინსტიტუტების გაძლიერება.
  • მედიაციისა და არბიტრაჟის მეტად გამოყენება, მათ შორის სასამართლოს შიგნით და მის გარეთ მედიაციის შემთხევებში.
  • კვალიფიციურ მედიატორთა და არბიტრთა რაოდენობის გაზრდა შესაბამისი საგანმანთლებლო პროგრამების ინსტიტუციონალიზაციის გზით.
  • სასამართლო სისტემისა და იურისტების, მათ შორის სამართლის სტუდენტების, შესაძლებლობების გაზრდა დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმების ეფექტიანი  გამოყენებისათვის.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15ა
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ლიანა ქარცივაძე
პროექტის მენეჯერი
liana.kartsivadze@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

სტატუსი:

Ongoing

დაწყების თარიღი:

January 2019

დასრულების თარიღი:

December 2020

სექტორი:

  • accelerate structural transformations
  • პროექტის ოფისი:

    UNDP in Georgia

    განმახორციელებელი პარტნიორი:

    United Nations Development Programme

    Full project information  

    Funding Support by

    დონორი

  • European Commission
  • შემოწირული თანხა

    $ 383,888

    გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი

    2019 $ 260,921

    2018 $ 0

    დამატებითი ინფორმაცია

    Loading…
    Loading…
    Loading…

    UNDP მსოფლიო

    ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

    ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

    გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

    დომინიკის რესპუბლიკა

    ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

    ვენესუელა ვიეტნამი

    ზამბია ზიმბაბვე

    თურქეთი თურქმენეთი

    იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

    კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

    ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

    მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

    ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

    პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

    რუანდა რუსეთის ფედერაცია

    სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

    ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

    უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

    ფილიპინები

    ქუვეითი

    ყაზახეთი ყირგიზეთი

    ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

    წყნარი ოკენეს რეგიონი

    ხორვატია

    ჯიბუტი

    ჰაიტი ჰონდურასი