ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საქართველო ცნობილია თავისი სპორტული მიღწევებით, მაგალითად რაგბსა და ძალოსნობაში. თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი აქტიურად არაა ჩართული სპორტულ ცხოვრებასა და ფიზიკურ აქტივობაში. ვითარება განსაკუთრებით საყურადღებოა ქალების ჩართულობის მხრივ - ათი ქალიდან სპორტულ ცხოვრებასა და ფიზიკურ აქტივობაში მხოლოდ ერთი მონაწილეობს. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ მოსახლეობის ჩართულობა სპორტში ასახავს არა მხოლოდ მოქალაქეთა პირად დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, არამედ იმასაც, თუ რამდენად საყოველთაოდ და თანაბრად ხელმისაწვდომია სასპორტო დაწესებულებები, სპორტული განათლება და სხვა შესაძლებლობები.

სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობის მხრივ არსებული უთანაბრობისა და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის გენდერული გავლენის შეფასება. კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსიტრო, ხოლო მისი გენდერული გავლენის შეფასება შესრულდა საერთაშორისო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.

„სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი სქესის, ასაკის, შესაძლებლობისა თუ შემოსავლების მქონე ადამიანისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა. „კვლევის ფარგლებში ჩვენ გამოვავლინეთ ძირითადი ხარვეზები და გამოწვევები, რაც სპორტში გოგონათა და ქალთა სრულფასოვან ჩართულობას აფერხებს, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული სუბიექტებისთვის შევიმუშავეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტში გენდერული უთანაბრობის შემცირებას“, - დასძინა მან.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის გენდერული გავლენის შეფასების ანგარიშში ასახული საკითხების ჩამონათვალშია სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში კვალიფიციური მასწავლებლებისა და ტრენერების ნაკლებობა და ქალების არასაკმარისი ჩართულობა სპორტული ორგანიზაციების მართვაში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები ხშირად ხელს უშლის ქალების მონაწილეობას სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში, რაც შესაბამისად აისახება მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება.

ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს სპორტის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და ცხოვრების ჯანსაღი და აქტიური წესის საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის გენდერული გავლენის შეფასება ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან ჩატარებულ საკომიტეტო მოკვლევას საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის გაზრდის შესახებ, რომელიც ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) დახმარებით ჩატარდა. საკომიტეტო მოკვლევამ გამოავლინა, რომ სპორტულ აქტივობებში ქალებისა და გოგონების და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის უფრო აქტიური მონაწილეობისთვის აუცილებელია სასპორტო განათლების სრულყოფა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და სოციალური სტერეოტიპების დაძლევა.

„მისასალმებელია, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ასეთი გულდასმით ეკიდებიან პოლიტიკის  შემუშავებას, რომელმაც შეიძლება განსხვავებული გავლენა იქონიოს კაცებსა და ქალებზე“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ამ ანალიზის შედეგად გენდერული საკითხები უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობაში,  რაც საფუძვლად დაედება პრაქტიკული ზომების გატარებას და ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების თანასწორ მონაწილეობას სპორტში, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრებაში“, - დასძინა მან.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონპროექტი მეშვიდე საკანონმდებლო დოკუმენტია, რომელმაც გენდერული გავლენის შეფასება გაირა. გასულ წლებში ამავე მეთოდოლოგიით შეფასდა ნარკოპოლიტიკის რეფორმის დოკუმენტი, კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, ცვლილებები კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახში ძალადობასა და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, მცირე მეწარმეობის დაბეგვრისა და საშემოსავლო  გადასახადის ზოგიერთი ასპექტი და მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

გენდერული გავლენის შეფასება (Gender Impact Assessment) საერთაშორისო მეთოდოლოგიაა, რომელიც საქართველოში 2017 წელს UNDP-ის, NDI-ის, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და USAID GGI-ის ხელშეწყობით დაინერგა.

კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასების ხელშეწყობა ხორციელდება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში.   

საკონტაქტო ინფორმაცია

 

Icon of SDG 05 Icon of SDG 16

Explore more

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი