როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე?

როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე?

20 October 2020

საქართველოში მოსახლეობის არასაკმარისი ფიზიკური და სპორტული აქტივობა სახელმწიფოს ყოველწლიურად 16.8 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 18-დან 69 წლამდე მოსახლეობის 82.4% (კაცების 72.2%, ქალების 91.8%) არ არის ინტენსიურად დატვირთული ფიზიკური აქტივობით, ხოლო სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 20% ირიცხება სპორტულ სექციებსა და კლუბებში.

მოსახლეობის დაბალ ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორისაა: არასაკმარისი დრო ვარჯიშისთვის, მოტივაციის უქონლობა, მოუწესრიგებელი სპორტული ობიექტები და ღია საჯარო სივრცეებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის პრობლემა, დაბალი შემოსავლები, სპორტული პროგრამების სიმცირე, დაზიანების მიღების რისკი და სხვა.

საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოკვლევა მოსახლეობის დაბალი ფიზიკური აქტიურობის მიზეზებს შეისწავლის და ამ გამოწვევასთან გამკლავების საკანონმდებლო გზებს გამოავლენს. 

მოკვლევის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.