ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან საქართველოში ელექტრონული აპოსტილის სერვისი ამოქმედდა, რამაც შესაძლებლობა მისცა, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ონლაინ რეჟიმში დაამოწმონ და შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ  გამოიყენონ საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ გაცემული 100-ზე მეტი დასახელების დოკუმენტი. ელ. აპოსტილის მეშვეობით შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დოკუმენტების, დაბადებისა და ქორწინების მოწმობების, ატესტატებისა და დიპლომების, სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და სხვა საბუთების დამოწმება.

საქართველო მე-19 ქვეყანაა ჰააგის კონვენციის ხელმომწერ 119 სახელმწიფოს შორის, სადაც ეს ინოვაციური ელექტრონული სერვისი დანერგა.

ელ. აპოსტილის სერვისი შემუშავდა და დაინერგა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (სსგს) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის ხელშეწყობით.

“ციფრული ტექნოლოგიები დროის დაზოგვის, ბიუროკრატიის შემცირებისა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებაა”, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. “ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანზე მორგებული სახელმწიფო სერვისების სისტემის განვითარებას, რომლის მეშვეობითაც ყველა მოქალაქე მიიღებს მისაწვდომ, ხარისხიან და უსაფრთხო სერვისს, როგორც ქალაქსა თუ სოფელში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ის, რაც ადრე მხოლოდ სასურველი იყო, ამჟამად აუცილებლობად იქცა”.

“დღეს ელექტრონული სერვისები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ციფრულ სტანდარტზე გადადის“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა. “ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებს უფრო ადვილად მიუწვდებათ ხელი მათი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე. მეორეს მხრივ, ციფრული ტექნოლოგიები ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას”.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ (სსგს) საჯარო დოკუმენტების დამოწმების საერთაშორისო გამოცდილება შეისწავლა და ელ. აპოსტილის დანერგვისთვის საჭირო ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილა.

ელ. აპოსტილზე განაცხადების გაგზავნა წარმოებს  სსგს-ს ვებგვერდიდან, https://sda.gov.ge/, და მოქალაქეთა ერთიანი პორტალიდან, www.my.gov.ge, ხოლო დოკუმენტის დამოწმება შესაძლებელია სსგს-ს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე http://apostille.cra.ge.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობა ხორციელდება საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ბრიტანეთის მთავრობასთან თანამშრომლობით ახორციელებს.  

საკონტაქტო ინფორმაცია

Icon of SDG 16

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი