ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

“სამომავლოდ ჩემს თავს პოლიტიკაში ვხედავ, თუმცა ისიც მესმის, რომ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს“, - ამბობს 23 წლის ნინო გეგენავა.

ნინო იმ ორასზე მეტი სტუდენტის რიცხვშია, რომლებიც საქართველოს პარლამენტის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2019 წელს წამოწყებულ საინფორმაციო პროგრამაში ჩაერთვნენ. ინიციატივის მიზანი იყო პარლამენტისა და პარლამენტარიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა უფრო აქტიური ჩართულობის წახალისება.

თვრამეტი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში, თამაშებსა და დისკუსიებში, ბევრი ახალი რამ შეიტყვეს საქართველოს და სხვა ქვეყნების პარლამენტების მუშაობის შესახებ, შეისწავლეს დემოკრატიული დებატების მოწყობისა და წარმართვის წესები.

ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებსა და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაესწრნენ საპარლამენტო სესიებს და მეტი გაიგეს იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის მიღწევის საქმეში.    

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

„დებატების სტრუქტურა, წესები და უშუალოდ დებატების პროცესი ძალიან საინტერესოა. ვისწავლე არგუმენტების ჩამოყალიბება და მოხსენების შემუშავება, რაც მომავალში ძალიან გამომადგება“, - ამბობს 20 წლის გიორგი ცარელაშვილი.

„ამჟამად სტუდენტი ვარ და უფრო სწავლას ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ პოლიტიკა ძალიან მაინტერესებს და მინდა, რომ ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ვთვლი, რომ პარლამენტის წევრობა საშუალებას მომცემს სარგებელი მოვუტანო ჩემს ქვეყანას.“

საქართველოს მილენიალები დინამიური და მრავალფეროვანი თაობაა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნასთან ერთად გაიზარდა. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ენდობიან, მომავალს პრაგმატულად, თუმცა ოპტიმისტურად უყურებენ  და ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ.

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

18 წლის თამარ ზოიძე თვლის, რომ ევროპასთან დაახლოება საქართველოს ბევრ დადებით ცვლილებას მოუტანს.

„ქვეყნის  სტაბილურობა და მშვიდობა გარანტირებული იქნება. მრავალმხრივი ურთიერთობები მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ქართველი მეწარმეებისთვის ერთგვარი წახალისებაც გახდება. თუ ჩვენი სახელმწიფო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ყველა პირობას შეასრულებს, უფრო დემოკრატიულ, დაცულ და ძლიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ“.

2018 წელს, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველო მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადავიდა, ხოლო ქვეყნის პარლამენტმა მმართველობის სისტემაში ცენტრალური როლი შეიძინა. 2018 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა თავისი რეგლამენტის ახალი რედაქცია დაამტკიცა, რითაც პარლამენტის საქმიანობა ახალი კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანა და ქვეყნის ამჯერად უკვე ყველაზე უფლებამოსილი ორგანოს  გაზრდილი ფუნქციები და მათ შესასრულებლად არსებული მექანიზმები განსაზღვრა.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერდნენ საქართველოს პარლამენტს ამ ურთულესი რეფორმის განხორციელებაში. სწორედ ამ კომპლექსური დახმარების ნაწილია ახალგაზრდობაზე გათვლილი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მმართველობის ყველა საკვანძო სფეროში პარლამენტის როლის გაზრდას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას ემსახურება.

ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

„ძლიერი დემოკრატია საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს“, - აღნიშნავს ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში. „საპარლამენტო საქმიანობით ახალი თაობის დაინტერესების შედეგად დემოკრატიულ პროცესებში მეტი ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდა ჩაერთვება, რაც ხელს შეუწყობს მათი ამბიციური მისწრაფებების განხორციელებას სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად“.

ახალი თაობა უბიძგებს და მომავლისკენ ამოძრავებს საქართველოს. ქართული დემოკრატია კვლავაც ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ მილენიალების ენერგია და ამბიციური მისწრაფებები დადებითი ცვლილებისა და ახალი მიღწევების საფუძველია.

დამატებითი ინფორმაცია

Loading…
Loading…
Loading…
Loading…
Icon of SDG 16

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი