ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო ხელშეწყობის შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოფლის განვითარების ადგილობრივი ინიციატივები განხორციელდა. ეს წარმატებული პროექტები ხელს უწყობს სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირებას და წარმოების, სერვისებისა და ტურიზმის განვითარებას.  

თორმეტი ჩანჩქერი

უჩხო აჭარის მთების საგანძურია, ულამაზესი ხეობა, რომელიც ეკოლოგიურ მნიშვნელობასთან ერთად, ტურიზმის განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობებით ხასიათდება. 1.5 კილომეტრის სიღრმის კანიონი და თორმეტი კასკადოვანი ჩანჩქერი თავგადასავლების მოყვარულთა ახდენილი ოცნებაა და კანიონინგის უამრავ მსურველს იზიდავს.

„კანიონინგი ადრენალინით და პოზიტიური ენერგიით გავსებს, თავს ბუნების ნაწილად გრძნობ. აღფრთოვანებული ვარ ჩემი დღევანდელი თავგადასავლით!“ - ტურის მონაწილე რუსუდან ვარშალომიძე 30-მეტრიანი ჩანჩქერიდან თოკით ეშვება და ემოციებს ვერ მალავს.

უჩხოს კანიონინგის ტურები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. მანამდე, ხეობის გამორჩეული ბუნებრივი პირობების მიუხედავად, ექსტრემალური ტურიზმის განვითარება აქ შეუძლებელი იყო, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა.

უჩხოს კანიონის კეთილმოწყობა და აღჭურვა ლაშქრობის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ერთობლივი პროექტია, რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებით (51,300 ლარი ანუ დაახლოებით 16,000 აშშ დოლარი) განხორციელდა.

ამ ხელშეწყობის შედეგად, უჩხოში კარგად აღჭურვილი კანიონინგის მარშრუტი გაიხსნა, ხოლო ადგილობრივმა სოფლებმა განვითარებისა და შემოსავლის მიღების კიდევ ერთი წყარო შეიძინეს. კანიონინგზე უკვე დასაქმებულია ექვსი ადგილობრივი გიდი, რომლებიც ლაშქრობის ეროვნულმა ფედერაციამ ამავე პროექტის ფარგლებში გადაამზადა.      

2021 წლის ზაფხულში, უჩხოს კანიონმა პირველი ტურისტები მიიღო, რომლებიც აქ კასკადოვანი ჩანჩქერებიდან დასაშვებად ჩამოვიდნენ. პანდემიის გამო შემცირებული ტურისტული სეზონის პირობებშიც კი, უჩხოს კანიონს მხოლოდ ერთი თვის მანძილზე 45 ტურისტი ეწვია.

„ამ პროექტის მეშვეობით, უჩხო ექსტრემალური ტურიზმისა და კანიონინგის განვითარების ადგილი გახდება“, - ამბობს ლელა გოგუაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.

უჩხოს კანიონი იმის მაგალითია, რომ ეკო-ტურისტული პროექტების განხორციელება ახალ შესაძლებლობებს ქმნის მაღალმთიანი აჭარის განვითარებისა და ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული ზრდის მისაღწევად.    

მომავლის სოფელი

ჩატვირთვა…
Icon of SDG 01

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი