ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

სრულწლოვანება ძირფესვიანად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ახლა უკვე შეგვიძლია გავხსნათ საბანკო ანგარიში, წამოვიწყოთ ბიზნესი, ვმართოთ მანქანა და, რა თქმა უნდა, ხმა მივცეთ არჩევნებში. სწორედ არჩვენებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიგვანიშნებს, რომ ბავშვობა დასრულდა და ზრდასრულ ცხოვრებას უნდა შევუდგეთ.

21 წლის ნინო ცაავა სტუდენტია და საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. წელს ის აქტიურად ჩაერთო საგანმანათლებლო კამპანიაში „ხომ მივდივართ არჩევნებზე?“, რათა თანატოლები ხმის მისაცემად მოამზადოს და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა აუხსნას.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ნინო თავად იყო ახალბედა ამომრჩეველი და კარგად ახსოვს, თუ რას გრძნობდა თავისი პირველი არჩევნების წინ.

„თვრამეტი წელი რომ შემისრულდა, წავედი და ხმა მივეცი, თუმცა ფაქტიურად არ მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ იყო არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ან რას ცვლიდა ჩემი ერთი ხმა. ამ კითხვებზე ამომწურავი და მკაფიო პასუხები არ მქონდა. ჩემი ემოციები იყო გაურკვევლობისა და სიამაყის ნაზავი“, - იხსენებს ნინო.

დღეს ნინო ახალგაზრდული აქტივიზმის მხარდამჭერია, რადგან თვლის, რომ ახალგაზრდა თაობის ჩართულობა დემოკრატიული განვითარების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ სულისკვეთებამ უბიძგა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შერჩეულ ოცდახუთ სხვა ახალგაზრდასთან ერთად საგანმანათლებლო კამპანიის მონაწილე და თანატოლების ტრენერი გამხდარიყო.

„ახალგზარდები პროგრესზე ორიენტირებული ძალაა, აქვთ მომავლის უკეთ აღქმის უნარი, სურთ სიახლე, არ ეგუებიან ძველ ყავლგასულ თემებს. მომავალზე ორიენტირება უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს განვითარებისთვის. ამდენად, ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა არჩევნებში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია,“ ამბობს ნინო.

18-29 წლის ახალგაზრდები საქართველოს ამომრჩეველთა 18-20 პროცენტს შეადგენენ (ცენტრალური საარჩვენო კომისია. 2020). მათი აქტიურობის დონე საკმაოდ მაღალია.  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ახალგაზრდების 80 პროცენტზე მეტი ადასტურებდა, რომ ხმის მიცემას აპირებდა. თუმცა, მაშინ ახალგაზრდა ამომრჩეველთა მხოლოდ 38 პროცენტი ერკვეოდა საარჩევნო გარემოში და ფლობდა ინფორმაციას საარჩევნო პროგრამების შესახებ (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი. 2020).

გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის საგანმანათლებლო კამპანია „ხომ მივდივართ არჩევნებზე?“ სწორედ ამ ინფორმაციული დანაკლისის შევსებას ემსახურება. მისი მიზანია ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს დემოკრატიის საფუძვლების, საარჩევნო სისტემის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციების, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და მედიის როლის შესახებ და ამით ხელი შეუწყოს მათ აქტიურ მონაწილეობას საარჩევნო პროცესში. გარდა ამისა, საგანმანათლებლო კამპანიის მსვლელობაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა პოლიტიკასა და მმართველობაში გენდერულ თანასწორობის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობათა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა.

„ჩემთვის, ხმის მიცემა არა მხოლოდ მოქალაქეობრივი უფლება, არამედ ყველაზე ფუნდამენტური და ძვირფასი თავისუფლებაა, ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილი“, ამბობს მონაწილე გურიიდან, 21 წლის თამარ სირაძე.

„ბებიას უნდოდა, რომ ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ მე იურისტობა ვარჩიე. ახლა კი სხვებს ვუყვები, რამდენად მნიშვნელოვანია გამოიყენო შენი უფლება და გააკეთო ის არჩევანი, რომელიც გსურს“.

2021 წლის არჩევნები გამორჩეულ ადგილს იკავებს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების რიგში. გენდერული კვოტირების წყალობით, საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ხელი შეუწყოს მმართველობაში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების პრინციპების დამკვიდრებას და აირჩიოს კომპეტენტური და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს გაუმკლავდება.

საქართველო მსოფლიო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ჯერ კიდევ 1918 წელს ქალებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა და პარლამენტში ხუთი ქალი წევრი აირჩია. მიუხედავად ამისა, თანამედროვე საქართველოში, ქალთა პოლიტიკური თანასწორობა მუდმივად გამოწვევად რჩება. ქალთა მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში კვლავ დაბალია, მხოლოდ 13.5 პროცენტი 2017 წლის ადგილობრივი არჩვენების შედეგად. 64 არჩეული მერიდან მხოლოდ ერთია ქალი. უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ეს თვალშისაცემი უთანასწორობა ჩრდილს აყენებს საქართველოს პოლიტიკურ გარემოს.

ამომრჩევლის ინფორმირება და განათლება ერთ-ერთი გზაა საქართველოს პოლიტიკასა და მმართველობაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად. სწორედ ინფორმირებული ამომრჩეველი შექმნის პირობებს იმისთვის, რომ ქართველმა ქალებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა და არჩევითი თანამდებობების დაკავება.

თამარი დარწმუნებულია, რომ შეძლებს დაარწმუნოს ახალბედა ამომრჩევლები, მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და გაცნობიერებული და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

„თვითგანათლება და ახალგაზრდა ამომრჩევლის ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შედეგად, ყოველი ჩვენგანი უკეთ გააცნობიერებს საკუთარ როლს არჩევნების დროს და გაიაზრებს არჩევნების მნიშვნელობას როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის“.

შეკითხვაზე, თუ რას ეტყოდა თანატოლებს, თამარი მოკლედ და კონკრეტულად პასუხობს: „შენი პირადი არჩევანი შენია და მხოლოდ შენი“.

ორივეს, თამარს და ნინოს, იმედი აქვთ, რომ კამპანია „ხომ მივდივართ არჩევნებზე?“, რომელსაც უკვე 200-მდე ახალგაზრდა შეუერთდა, სწორედ ამ სულისკვეთებას გააღვივებს და დაარწმუნებს ახალგაზრდა ამომრჩეველს, რომ საარჩევნო ყუთთან საკუთარი არჩევანი გააკეთოს.

Slide
ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP
Icon of SDG 16

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი