ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

დასავლეთ საქართველოში სუბტროპიკული კულტურების მოსავლის დროა. თითქმის ყველა ეზოში მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის ხეები ყვითლად ანათებს. დინა ელიაძის მანდარინების ბაღიც მზადაა მოსავლის ასაღებად. მას იმედი აქვს, რომ წლევანდელი მოსავალი კარგი იქნება და მის ოთხსულიან ოჯახს ზამთარს გაატანინებს.

პანდემიის გავრცელებასთან ერთად, როდესაც შეზღუდვები მკაცრდება და ვირუსის საფრთხე იზრდება, ხოლო სამუშაო ადგილები დღითი დღე მცირდება, ბევრი სოფლად მცხოვრები ქალი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას უბრუნდება. მცირე ფერმერობა მათთვის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების, ოჯახების მხარდაჭერისა და გადარჩენის გზაა.

„ჩემს ოჯახს განსაკუთრებით უჭირს, რადგან ჩემი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მუდმივ ზრუნვას საჭიროებს. ამ პირობებში სამსახურის შოვნა თითქმის შეუძლებელია. ჩვენი იმედი საკუთარი ხელით მოყვანილი მოსავალია“, - ამბობს დინა.

პანდემიის დროს, დინას ოჯახთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 480 ფერმერულ შინამეურნეობას დაეხმარა .

საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, UNDP-მ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი მასალები, მათ შორის, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები და შხამ-ქიმიკატებისგან დამცავი ტანსაცმელი ყველაზე მოწყვლად ოჯახებს გადასცა. დახმარების მიმღებთა შორის იყო შინამეურნეობები, რომლებსაც ქალები უძღვებიან, მარტოხელა მშობლები, დევნილები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. დახმარების ღირებულებამ 69,000 აშშ დოლარი შეადგინა.

ნონა ღვედაშვილი ოთხი შვილის დედაა და კარგად იცის, რომ პანდემიის დროს შექმნილი ვითარება მრავალშვილიან ოჯახებზე განსაკუთრებით მძიმედ აისახა.

„ოთხი შვილი გვყავს, სულ ოჯახში რვანი ვართ. სკოლები და საბავშვო ბაღები დაკეტილია, ოჯახის გამოკვება ძალიან რთულია“, - ამბობს ნონა.

პანდემიის ეკონომიკური შედეგები ნამდვილად მძიმეა. საქართველოში ეკონომიკურ რეცესიას და მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტიან შემცირებას ელოდებიან, რასაც შესაძლოა დასაქმებისა და შემოსავლების კლება და სიღარიბის მაჩვენებლის 2.8 პროცენტიანი ზრდა მოჰყვეს.

საქართველოში სოფლის მეურნეობა პანდემიის დაწყებამდეც საკმაოდ რთულ ვითარებაში იმყოფებოდა, რაც ძირითადად ფაროსანას შემოსევით გამოწვეულ ზარალს და სხვადასხვა კულტურის, მათ შორის, თხილის განადგურებას უკავშირდებოდა. მცირე ფერმერებისთვის ფაროსანა და სხვა მავნებლები კვლავ საფრთხეს  წარმოადგენს. ამის  გათვალისწინებით, UNDP-ის დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ მავნებლებთან ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობა და საშუალებები წარმოადგენს.

„საქართველოში სოფლის მეურნეობით თავის გატანა ყოველთვის რთული იყო. პანდემიამ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. თუმცა, ბევრი ოჯახი ფერმერობას მაინც უფრო იმედიანად უყურებს, ვიდრე სხვა სექტორებს, სადაც დასაქმების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ქალებისთვის, საგრძნობლად შემცირებულია კორონავირუსის გავრცელების ფონზე. ჩვენი დახმარებით, მოწყვლად შინამეურნეობებს მეტი შანსი ექნება ამ გამოწვევასთან ბრძოლაში“, - აღნიშნავს UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი.

მცირე შინამეურნეობების ხელშეწყობა საქართველოს უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც გაეროს სამი სააგენტო (UNDP, UNICEF, UNFPA) გაეროს COVID-19-ზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდიდან მიღებული 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით ახორციელებენ. დახმარების მიზანია მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვა პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შოკისგან.

სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალს და მიუსაფართა და ხანდაზმულთა თავშესაფრებსაც ეხმარება. ეს საქმიანობას დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის მეშვეობით ხორციელდება.

Icon of SDG 01 Icon of SDG 05

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი