ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

შინდისფერი და ქარვისფერი სითხე სინჯარებში უნიკალური ქართული ღვინოა. მარიამ ჭიჭიაშვილი მის ბიოქიმიურ ანალიზს აკეთებს, რაც ღვინის ხარისხის დაცვის აუცილებელი შემადგენელია.

მარიამი მომავალი მეღვინეა. ქართული ღვინის საიდუმლოებებს 23 წლის გოგონა კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ მეღვინეობისა და მევენახეობის ფაკულტეტზე ეუფლება.

ქალების ინტერესი ღვინის მიმართ საქართველოსთვის უცხო არ უნდა იყოს და, სავარაუდოდ, იმდენივე საუკუნეს ითვლის, რასაც ღვინის სამშობლოს სახელგანთქმული ღვინო. თუმცა, ტურიზმისა და მეღვინეობის სწრაფი განვითარების შედეგად ქალ მეღვინეთა კოჰორტა ბოლო წლებში განსაკუთრებით სწრაფად იზრდება.

მარიამის აზრით, მითი ქალისა და ღვინის შეუთავსებლობის შესახებ ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ქალი მეღვინეების მიღწევები ამ მოძველებულ წარმოდგენებს წარმატებით ამსხვრევს.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

„მეღვინეობა შემოქმედება და ხელოვნებაა, რომლის მეშვეობით ადამიანი საკუთარ თავს გამოხატავს“, - ამბობს მარიამი. „ამავდროულად, ეს საინტერესო და შემოსავლიანი პროფესიაა, თუმცა აქამდე მხოლოდ კაცების საქმედ ითვლებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თაობა პირველია, ვინც ამ მოძველებულ სტერეოტიპს საკუთარი საქმიანობით არღვევს.“

კახეთისა და სამეგრელოს რამენიმე პროფესიულ კოლეჯში თანამედროვე მეღვინეობის სასწავლო კურსი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„2017 წლიდან, 4,000-ზე მეტმა ქალმა გაიარა მეღვინეობის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადება ჩვენი ხელშეწყობით. აქედან 68 პროცენტი უკვე დასაქმებულია“,  - ამბობს ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში.

მარიამის პირველადი სპეციალობა ბიოქიმიაა. ამიტომ მან ღვინის ბიოქიმიური ანალიზის თავისებურებებს სწრაფად აუღო ალღო. ამჟამად ახალგაზრდა მეღვინე თავის ცოდნას საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებისას იყენებს და გამოცდილ კახელ მეღვინეებს წარმოების ხარისხის დაცვაში ეხმარება.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

„ორი წლის წინ მეღვინეობისა და მევენახეობის კურსებზე გოგონები თითქმის არ გვყავდა, ხოლო ამჟამად ყოველი მეორე სტუდენტი ქალია“, - ამბობს თამარ გეთიაშვილი, კაჭრეთის კოლეჯის პროფესიული განვითარების მენეჯერი. „ამ გარდატეხას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთის მხრივ, იზრდება ქართულ ღვინოზე მოთხოვნა და, შესაბამისად, მეღვინის პროფესია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მეორეს მხრივ, იშლება პირობითი ზღვარი „კაცურ“ და „ქალურ“ პროფესიებს შორის. ამ პროცესს ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით“.

„მიხარია, რომ სულ უფრო მეტი ქალი ირჩევს მეღვინეობას, როგორც პროფესიულ საქმიანობას. ბევრი დიდ წარმატებასაც აღწევს და სხვისთვის მისაბაძი მაგალითი ხდება“, - ამბობს მარიამი. „ღვინის შექმნა ფაქიზი პროცესია, ბუნებრივი გარემოებებისა და ადამიანის ცოდნის ერთგვარი შერწყმაა. მე ამ პროფესიაში საკუთარი თავი ვიპოვე და სხვა ქალებსაც მოვუწოდებ, რომ ამ არაჩვეულებრივ ხელოვნებაში ძალები მოსინჯონ.“

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

მომავალს მარიამი საკუთარი ღვინის წარმოებაში ხედავს. „ჩემი ოჯახი მუკუზანიდანაა და ეს ჩემი საყვარელი ღვინოა“.

ახალგაზრდა მეღვინეს მკაფიო წარმოდგენა აქვს იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც წარმატების მისაღწევად უნდა გადადგას. ჯერ განათლების მიღებას საზღვარგარეთ გააგრძელებს და მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიას შეისწავლის, ხოლო შემდეგ წინაპრების სოფელს დაუბრუნდება და ბიო ღვინის წარმოებას გახსნის. მისი მიზანია ისეთი ღვინის შექმნა, რომელშიც მთელი მისი ცოდნა და სიყვარული მოიყრის თავს.

***

მსოფლიოს გენდერული უთანასწორობის რეიტინგში საქართველო 99 ადგილზეა 149 ქვეყანას შორის. ქალების ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაში კვლავაც დაბალია, რაც  განსაკუთრებით მწვავედ ქვეყნის რეგიონებზე აისახება. ქალების 44% შრომის ბაზრის მიღმა რჩება, ხოლო დასაქმებული ქალების საშუალო ხელფასი 36%-ით დაბალია კაცების საშუალო ხელფასზე. ქალების წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობაში 13%, ხოლო პარლამენტში 15%-ს აღწევს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ ქალების პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის ზრდას  და საქართველოს საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას. ამ მიმართულებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე პროექტი ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაცია

Loading…
Loading…
Loading…
Loading…
Icon of SDG 05 Icon of SDG 16

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი