ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

მას შემდეგ, რაც ქალებმა განათლებისა და სამეცნიერო კარიერის კარი შეაღეს, სულ უფრო მეტი გოგონა ირჩევს პროფესიას მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, საინჟინრო საქმესა და მათემატიკაში, ანუ შემოკლებით STEM-ში (Science, Technology, Engineering, Mathematics). STEM-ი სწორედ ის სფეროა, რომელიც მომავლის ეკონომიკას და სრულიად ახალ კარიერულ შესაძლებლობებს შექმნის. ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა ამ მზარდ შრომის ბაზარში ქალების თანაბარ მონაწილეობას უწყობს ხელს.

ნანა დიხამინჯია თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფესორი და პრორექტორი, ასევე მისურის მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიწვეული ასისტენტ პროფესორია. ის აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ საგანმანათლებლო პროგრამებში და ატარებს რობოტიკის გაკვეთილებს ბავშვებისთვის, სადაც საუბრობს ქალებისა და გოგონების მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში მონაწილეობის აუცილებლობაზე.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

„ახლა 2020 წელია და თითქოს ვთანხმდებით, რომ ინტელექტს სქესი არ აქვს, მაგრამ ტექნოლოგია ის სექტორია, სადაც კვლავ კაცები დომინირებენ და ქალებს არც თუ კეთილგანწყობილად იღებენ. ამავე დროს კვლევები გვაუწყებენ, რომ  65%  იმ ბავშვებისა რომლებიც  ახლა შედიან სკოლაში, იმუშავებენ ისეთ პროფესიებში რომლებიც დღეს საერთოდ არ არსებობს. ახლა უფრო მეტი გოგონა დადის სკოლაში და ამთავრებს უნივერსიტეტს ვიდრე ადრე, მაგრამ ქალები  STEM-ის სფეროში ისევ ნაკლებად არიან წარმოდგენილი და, როგორც ჩანს, მოზარდობისას კარგავენ ინტერესს ამ საგნების მიმართ. ამ ტენდენციის შებრუნებისთვის საჭიროა იმ მითების გაქარწყლება, რომლის თანახმად  გოგონებს არ მოსწონთ მეცნიერება და ტექნოლოგია“, - განაცხადა ნანა დიხამინჯიამ 2019 წელს საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის  მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ტექნოლოგია თანასწორობისათვის“.  

პირველობის შეგრძნება

ერთი საუკუნის წინ ამ უნიკალურმა ფოტოგრაფებმა ფირზე აღბეჭდეს ქართველი ქალები, რომლებმაც  გაბედულად შეაბიჯეს უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში, რაც იმხანად მხოლოდ მამაკაცს ხელეწიფებოდა. ძნელია წარმოიდგინო რამდენად დიდი ძალისხმევა   სჭირდებოდათ ამ ქალებს იმისთვის, რომ საზოგადოებასა და განათლების სისტემაში ფესვგადგმული სტერეოტიპები დაეძლიათ და მკვლევარები, მოაზროვნეები თუ გამომგონებლები გამხდარიყვნენ. მაგრამ მათ უკან არ დაუხევიათ და თავისი გაბედული სიტყვა თქვეს კიდეც. 

ბარბარე ყიფიანი (ფოტოს ავტორი: ღია წყარო)

1879 წელს დაბადებულ ბარბარე ყიფიანს ასეთი ქალების რიგებში გამორჩეული ადგილი უჭირავს, როგორც პირველ ქართველ ქალ მეცნიერს. ბარბარე 1902 წელს ჩაირიცხა ბრუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რათა წარმატებული მეცნიერი და ჟურნალ  "Revue Psychology"-ის რედაქტორი გამხდარიყო. ბარბარე ასწავლიდა ბრუსელის, პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში და სამეცნიერო მუშაობასთან ერთად აგროვებდა მთელს ევროპაში გაფანტულ ქართული ხელოვნების ნიმუშებს. 1910 წელს ბრუსელის საერთაშორისო მუზეუმში  მან ქართული გამოფენა დაარსა. „ეს პირველი შემთხვევაა როდესაც საქართველოს  ეძლევა შესაძლებლობა დაანახოს ევროპას ქართველთა მიღწევები მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. გთხოვთ დახმარებას წიგნების, ნახატებისა და სხვა ნივთების შემოწირულობით“, - წერდა ბარბარე ყიფიანი მის წერილში სადაც თანამემამულეებს კოლექციაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდებდა. 

ბარბარე ბაირამაშვილი, ნინო გიორგობიანი და მარიამ უგრელიძე (ფოტოს ავტორი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)

ეს იშვიათი ფოტო ასახავს პირველ ქართველ ინჟინერ ქალს, ბარბარე ბაირამაშვილს (1888 – 1982) მის ნათესავთან ნინო გიორგობიანთან და ბიძაშვილთან - მარიამ უგრელიძესთან (1885 – 1965) ერთად. ბარბარე კლინიკური მედიცინის პიონერია, საქართველოში სამედიცინო მეცნიერების  ერთ ერთი ფუძემდებელი, მედიცინაში დოქტორის ხარისხის მფლობელი პირველი ქართველი ქალი და პედიატრიაში 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.   

იულია მლოკოსევიჩი (ფოტოს ავტორი: ღია წყარო)

1872 წელს დაბადებული იულია მლოკოსევიჩი, იყო პირველი ქართველი ქალი ბიოლოგი  და ბუნების დამცველი. 1912 წელს მამასთან, ცნობილ პოლონელ ნატურალისტთან - ლუდვიკ მლოკოსევიჩთან  ერთად იულიამ დაარსა პირველი დაცული ტერიტორია საქართველოში -  ლაგოდეხის ეროვნული პარკი, რომელიც ფლორისა და ფაუნის ენდემური სახეობებითაა ცნობილი. იულიამ პირველმა აღწერა ლაგოდეხის ტყის ერთ ერთი უნიკალური მცენარე და მას თავის სახელი - Primula Iuliae უწოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბუნების მოყვრული ქალი გარემოს დაცვის პირველი აქტივისტი იყო საქართველოში. იმხანად საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და მხოლოდ იულიას მხურვალე მიმართვამ იმპერატორის მეცნიერებათა აკადემიის მიმართ ლაგოდეხის ტყე რუსეთის სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის გაჩეხვას გადაარჩინა.

საუკუნის შემდეგ: მივიწევით წინ, მაგრამ სირთულეები მაინც რჩება  

ჩვენმა დიდმა ბებიებმა ბევრი წინააღმდეგობა გადალახეს, რათა მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში  საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინათ. 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური ბუმის თანამდროვე თაობისთვის ეს, თითქოს, განვლილი ეტაპი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ირკვევა, ბევრი გამოწვევა კვლავაც არაა დაძლეული. საქართველოში ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სფეროებში დასაქმებულთა შორის მხოლოდ 12%-ია ქალი, ხოლო STEM-ში დასაქმებული ქალები ხშირად კარიერულ დისკრიმინაციას აწყდებიან. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლიან სამყაროს და შეუძლიათ ახალი გზა გაუხსნან გენდერულ თანასწორობის მიღწევას, მაგრამ ამ მომავლისკენ სწრაფად მიმავალ მატარებელში ქალებისა და გოგონებისთვის  თანაბარი ადგილების უზრუნველყოფა ჩვენ მთავარ ამოცანად რჩება. 

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
Icon of SDG 04 Icon of SDG 05 Icon of SDG 16

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი