რას ვაკეთებთ
პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მთავრობას პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში, მონიტორინგისა და შეფასების ძლიერი ინსტრუმენტების შემოღებაში ტრეინინგების, საკონსულტაციო მხარდაჭერისა და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის გზით.
ადამიანური რესურსების მართვა და კანონი საჯარო სამსახურის შესახებ: ჩვენ მხარს ვუჭერთ კარიერულ პრინციპზე დაფუძნებულ, ერთიან სტანდარტზე მორგებულ საჯარო სამსახურის შექმნას, რომელიც დაცულია სუბიექტური გადაწყვეტილებებისგან.
ჩვენ ხელს ვუწყობთ საჯარო სამსახურის რეფორმისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან სტანდარტზე მორგებულ სასწავლო პროგრამების სისტემის შემოღებას; ეფექტურ საერთაშორისო მოდელებზე დაფუძნებულ მოხელეთა შეფასების სისტემის დანერგვას; საჯარო სამსახურში დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების ინსტრუმენტების შემოღებასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას საჯარო მმართველობის რეფორმის უფრო ეფექტიანი განხორციელებისათვის.
სახელმწიფო სერვისების მიწოდება: სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების ერთიანი სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვით, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან სახელმწიფო სერვისების სფეროში არსებული მიღწევების შემდგომი ინსტიტუციონალიზაციისა და მდგრადობის შენარჩუნებისათვის. ჩვენ ხელს ვუწყობთ ონლაინ სერვისების მზარდ მოხმარებას ელექტრონული პლატფორმების გაუმჯობესების გზით.
ჩვენი საქმიანობა
UNDP ეხმარება შესაბამის სამთავრობო უწყებებს შემდეგი მიმართულებებით:
- საერთო სტანდარტებზე მორგებული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შემოღება და ახალი თანამშრომლებისათვის საორიენტაციო კურსის დანერგვა, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის უზრუნველსაყოფად.
- საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პრაქტიკის გაუმჯობესება.
- საჯარო მოხელეთა სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
- დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ამუშავება შრომითი დავების მეტად ეფექტიანი მოგვარების მიზნით.
- სახელმწიფო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება პასუხისმგებლობის გაზრდისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე უკეთ მორგების გზით ინოვაციური და თანმიმდევრული მეთოდოლოგიების გამოყენების მეშვეობით.
- ელექტრონულ მმართველობაზე ცნობიერების ამაღლება და ელექტრონული სერვისების მოხმარების ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
- ცოდნის ბაზის სისტემის შექმნა წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი რეპლიკაციის მიზნით, ქვეყნის შიგნით და გარეთ.
- ორგანიზაციებისათვის ღია ექსპერიმენტული სივრცეების შექმნა პოლიტიკის კვლევის დოკუმენტებისა და მცირე გრანტების კონკურსების გამოცხადების გზით. ინოვაციური საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასთან ერთად, ეს კომპონენტი ემსახურება ადგილობრივი ექსპერტიზის მოზიდვასა და გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებულ განხორციელებას.