სამხრეთ კავკასიაში მოქმედი გაეროს სააგენტოების ხელშეწყობა კონფლიქტის პრევენციის შესაძლებლობების მოძიებისა და სამშვიდობო და განვითარების ინიციატივების განხორციელების საქმეში

მშვიდობისა და განვითარების პროგრამა

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარების პროგრამა

სამხრეთ კავკასიაში მოქმედი გაეროს სააგენტოების ხელშეწყობა კონფლიქტის პრევენციის შესაძლებლობების მოძიებისა და სამშვიდობო და განვითარების ინიციატივების განხორციელების საქმეში

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობა ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარების ქვე-რეგიონულ პროგრამის განხორციელებას. პროგრამის გუნდი აერთიანებს რეგიონულ მრჩეველსა და სამ ეროვნულ მრჩეველს მშვიდობისა და განვითარების საკითხებში, რომლებიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მუშაობენ. მშვიდობისა და განვითარების პროგრამის გუნდი ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში მოქმედ გაეროს სააგენტოებს მიუკერძოებელი პოლიტიკური ანალიზის წარმოებაში, კონფლიქტის პრევენციის შესაძლებლობების მოძიებაში და ადგილობრივი თუ რეგიონული ინიციატივების განხორციელებაში, რომლებიც მშვიდობისა და განვითარების მიზნებს ემსახურება.

რას ვაკეთებთ

მშვიდობისა და განვითარების პროგრამა ემსახურება სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების პრევენციის შესაძლებლობების მოძიებასა და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას და ამ მხრივ აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მოქმედი გაეროს სააგენტოების თანამშრომლობის გაძლიერებას.

პროგრამის გუნდის ხელმძღვანელობით განხორციელდა გაეროს სააგენტოების კრიზისზე რეაგირებისა და მზაობის გეგმის ცვლილება.

პროგრამის გუნდი ასევე ხელს უწყობს გაეროს თანამშრომლების შესაძლებლობებისა და უნარების გაზრდას კონფლიქტით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების საკითხებში.

სამშვიდობო ინიციატივების მხრივ, პროგრამის საქმიანობა მიზნად ისახავს ახალი შესაძლებლობების მოძიებას ქვე-რეგიონული პროექტების განხორციელებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, რეგიონული დიალოგის გამართვის  შესაძლებლობების გამონახვასა და საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მხარდაჭერას სამშვიდობო და განვითარების ინიციატივების მიმართ.

გარდა ამისა, მშვიდობისა და განვითარების პროგრამის გუნდი დახმარებას უწევს გაეროს მუდმივ კოორდინატორებსა და გაეროს სააგენტოებს პოლიტიკური ანალიზის წარმოებასა და კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებში გაეროს ერთიანი პოზიციის შემუშავებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

რ. ერისთავის ქ. 9
თბილისი 0179  საქართველო

საკონტაქტო პირი

ოლეჰ პროციკი
რეგიონული მრჩეველი მშვიდობისა და განვითარების საკითხებში
oleh.protsyk@one.un.org