სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარების პროგრამა
სამხრეთ კავკასიაში გაეროს სამი სააგენტოს მხარდაჭერის ქვე-რეგიონული პროგრამა აპოლიტიკური ანალიზის, კონფლიქტის პრევენციის შესაძლებლობების მოძიებისა და სამშვიდობო და განვითარების ინიციატივების განხორციელებისათვის

მიმოხილვა
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარების ქვე-რეგიონულ პროგრამას, რომლის საქმიანობას ხელმძღვანელობს რეგიონული მრჩეველი მშვიდობისა და განვითარების საკითხებში (RPDA). პროგრამის გუნდი აერთიანებს რეგიონულ მრჩეველს (RPDA) და სამ ერვოვნულ მრჩეველს მშვიდობისა და განვითარების საკითხებში (PDA) სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. გუნდი ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში მოქმედ გაეროს სამ სააგენტოს პოლიტიკური ანალიზის, კონფლიქტის პრევენციის შესაძლებლობების მოძიებისა და სამშვიდობო და განვითარების ინიციატივების განხორციელებაში.
რას ვაკეთებთ
სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარების პროგრამის გუნდის საქმიანობა მიმართულია სამხრეთ კავკასიაში გაეროს სააგენტოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე კონფლიქტის პრევენციის შესაძლებლობების მოძიებისა და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების საკითხებში.
კონფლიქტებთან დაკავშირებულ კრიზისებზე რეაგირების მიმართულებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარების პროგრამის გუნდის ხელმძღვანელობით განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და უწყებათაშორისი რეაგირებისა და მზაობის გეგმის ცვლილება. გუნდმა ასევე იმუშავა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლების შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების ამაღლების კუთხით კონფლიქტთან დაკავშირებულ შესაძლო კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების მზაობისათვის.
სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების მიმართულებით, პროგრამის გუნდი მუშაობს ქვე-რეგიონული პროექტების ინიციატივების მოძიების შესაძლებლობებსა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებების ჩართვაზე სამხრეთ კავკასიის დიალოგში შიდა რეგიონული გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესახებ. ამავდროულად, გუნდი ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მხარდაჭერას ახალი სამშვიდობო და განვითარების ინიციატივების განხორციელებისათვის.
მშვიდობისა და განვითარების პროგრამის გუნდი ხელს უწყობს მუდმივ კოორდინატორებსა და გაეროს სააგენტოებს პოლიტიკურ და კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიციონირების კუთხით.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
რ. ერისთავის ქ. 9
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირი
ოლეჰ პროციკი
რეგიონული მრჩეველი მშვიდობისა და განვითარების საკითხებში
oleh.protsyk@one.un.org
სტატუსი:
Completed
დაწყების თარიღი:
July 2018
დასრულების თარიღი:
October 2019
სექტორი:
პროექტის ოფისი:
განმახორციელებელი პარტნიორი:
United Nations Development Programme
Funding Support by
დონორი
შემოწირული თანხა
$ 201,286
გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი
2019 $ 143,436
2018 $ 56,187