ადამიანის უფლებების დაცვის საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა

ადამიანის უფლებები ყველასათვის - პირველი ფაზა

ადამიანის უფლებების დაცვის საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

მიმოხილვა

„ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც 2016-2020 წლებში განხორციელდა. პროგრამაში ჩართული იყო გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

პროგრამამ ხელი შეუწყო საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებასა და მონიტორინგს იმ საკითხებში, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა. პროგრამის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, სამართალდამცავ სტრუქტურებზე ზედამხედველობას, შრომის უფლებების განხორციელებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობლობის დაცვას, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას.

პროგრამის აქტივობები

  • ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა. უწყებათშორისი საბჭოსა და ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელშეწყობა პოლიტიკის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის საკითხებში.
  • ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის მხარდაჭერა საქართველოში. საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე ადამიანის უფლებების სფეროში.
  • საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ხელშეწყობა.
  • შრომითი ურთიერთობებისა და შრომის უფლებების საკითხებში ეფექტიანი ინსტიტუტებისა და პროცედურების შექმნა და მხარდაჭერა.
  • ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა ბავშვზე ზრუნვის სისტემის გაძლიერებისა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის საკითხებში.
  • საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და იურიდიული საკითხების კომიტეტის მხარდაჭერა.
  • სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი  მექანიზმების შემუშავების ხელშეწყობა.

შედეგები

  • ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და მისი სამდივნოს შესაძლებლობები გაძლიერდა სხვადასხვა ღონისძიებების შედეგად, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას და მონიტორინგს. ეს აქტივობები მოიცავდა 2016-2017 და 2018-2020 წლების ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, ადამიანთა უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს წესდებაში ცვლილებების შეტანას, სამთავრობო სტრუქტურებისთვის ადამიანის უფლებების მიდგომის გაიდლაინების მომზადებას და დანერგვას, მიზნობრივი ტრენინგის ჩატარებას, რომელიც მიეძღვნა სამთავრობო უწყებების მიერ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სახელშეკრულებო ორგანოებისათვის ანგარიშის მომზადების უნარების გაძლიერებას, და სხვადასხვა სპეციფიურ აქტივობებს შშმ პირების უფლებათა დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
  • ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის, და იურიდიული საკითხების საპარლამენტო კომიტეტების სისტემატიური მხარდაჭერის შედეგად გაძლიერდა საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობები ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მიმართულებით. ორივე კომიტეტის შიდა რეგულაციებში შევიდა ცვლილებები, მათი სამუშაოს ეფექტიანობის, დაგეგმარებისა და გამჭვირვალეობის გაზრდის მიზნით მომზადდა სტრატეგიული ხედვის დოკუმენტები და ორი წლის სამოქმედო გეგმები.
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს საკომუნიკაციო შესაძლებლობები გაიზარდა სამდივნოს თანამშრომლებისთვის მიზნობრივი ტრენინგების ჩატარების და ადამიანის უფლებათა ახალი ვებგვერდის myrights.gov.ge შექმნის შედეგად.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის სამუშაო შესაძლებლობები გაიზრდა 2017-2021 წლების ინსტიტუციური განვითარების გეგმისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის მომზადების შედეგად.
  • ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ  საზოგადოების ცნობიერება გაუმჯობესდა 2016 და 2017 წლებში ჩატარებული მიზნობრივი საკომუნიკაციო და მედია კამპანიების შედეგად. კამპანიების მიზანი იყო საქართველო-ევროკავშირის საერთო ღირებულებების, მათ შორის ანტი-დისკრიმინაციის, ტოლერანტობის და გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაძლიერება.
  • 2017 წელს ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა კვლევა: ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება საქართველოში, საზოგადოების აღქმა და ცნობიერება.

EU 4 Georgia - Human Rights 4 All

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15ა
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი

მარიამ თუთბერიძე
პროექტის მენეჯერი
mariam.tutberidze@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org