მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის

მდგრადი ურბანული ტრანსპორტის პილოტირება საქართველოს ყველაზე დიდ ტურისტულ ქალაქში, ბათუმში

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

მიმოხილვა

2014 წლის აღწერის თანახმად, ქართველების 50 პროცენტზე მეტი ქალაქად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვისა და დაბინძურებული გარემოს პირობებში ქვეყნის მდგრადი ურბანული განვითარება სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას მდგრადი ურბანული ტრასპორტის განვითარებას და სათბური გაზების ემისიების შემცირებას როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

რას ვაკეთებთ

ჩვენი ხელშეწყობით ხორციელდება მდგრადი ურბანული ტრანსპორტის პილოტირება საქართველოს ყველაზე დიდ ტურისტულ ქალაქში, ბათუმში. ინიციატივის მიზანია ამ გამოცდილების გაზიარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენ ვეხმარებით აჭარის მთავრობასა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შემდეგ სფეროებში: 

  • მდგრადი და ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების დაგეგმვისა და მართვის გაუმჯობესება.
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობა ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელებაში.
  • აჭარის ტურისტული იმიჯის გაუმჯობესება "მწვანე ქალაქის" კონცეფციის დანერგვის შედეგად. 
  • საქართველოს ეროვნული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შემცირების საქმეში. 

ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, UNDP მიზნად ისახავს შემდეგი ამოცანების მიღწევას:

  • ინტეგრირებული მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარების გეგმის შემუშავება ქალაქ ბათუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებისათვის.
  • დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (მიზანშეწონილობის) დასაბუთებისა და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება ქალაქ ბათუმში დაბალემისიანი ტრანსპორტის განვითარებისათვის.
  • მდგრადი ურბანული სატრანსპორტო ღონისძიებების გატარება ქალაქ ბათუმის შერჩეულ დერეფანში. 
  • დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (მიზანშეწონილობის) დასაბუთებისა და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებისათვის. .

შედეგები

  • პირველად ბათუმის ისტორიაში განხორციელდა შინამეურნეობათა ურბანული მობილობის (გადაადგილების) კვლევა პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით. გამოკითხა 1,550 ოჯახი 78 სატრანსპორტო ზონაში. 
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის 45 მარშრუტზე განხორციელდა მგზავრთნაკადების, ხოლო ქალაქის 12 წერტილში სატრანსპორტო ნაკადების დათვლა და ანალიზი. 
  • პირველად ბათუმის ისტორიაში შეიქმნა ბათუმის ოთხსაფეხურიანი ტრანსპორტის მოდელი.
  • ბათუმის მერიას გადაეცა ტრანსპორტის მაკრო და მიკრო მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა. მერიის ტანამშრომლებმა გაიარე ტრენინგი ტრანსპორტის მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ვახტანგ გორგასლის ქ. 52
ბათუმი, საქართველო

საკონტაქტო პირები

ლაშა ნაკაშიძე
პროექტის მენეჯერი
lasha.nakashidze@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

სტატუსი:

Ongoing

დაწყების თარიღი:

July 2015

დასრულების თარიღი:

July 2020

სექტორი:

  • accelerate structural transformations
  • პროექტის ოფისი:

    UNDP in Georgia

    განმახორციელებელი პარტნიორი:

    Min. of Environ. & Nat. Protec

    Full project information  

    Funding Support by

    დონორი

  • United Nations Development Pro
  • Global Environment Fund Truste
  • შემოწირული თანხა

    $ 993,008

    გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი

    2019 $ 123,165

    2018 $ 160,033

    2017 $ 257,693

    2016 $ 244,136

    2015 $ 15,816

    დამატებითი ინფორმაცია

    Loading…
    Loading…
    Loading…

    UNDP მსოფლიო

    ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

    ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

    გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

    დომინიკის რესპუბლიკა

    ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

    ვენესუელა ვიეტნამი

    ზამბია ზიმბაბვე

    თურქეთი თურქმენეთი

    იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

    კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

    ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

    მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

    ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

    პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

    რუანდა რუსეთის ფედერაცია

    სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

    ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

    უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

    ფილიპინები

    ქუვეითი

    ყაზახეთი ყირგიზეთი

    ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

    წყნარი ოკენეს რეგიონი

    ხორვატია

    ჯიბუტი

    ჰაიტი ჰონდურასი