გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში

ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

მიმოხილვა

გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას საქართველოში ქალთა გაძლიერებისა და ქალებისა და კაცებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მხარდასაჭერად. გაეროს ერთობლივი პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: (1) ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, (2) ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და (3) სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკისა და მომსახურების გაუმჯობესება. პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო 2015 წელს და გაგრძელდება 2020 წლის ბოლომდე. 

რას ვაკეთებთ

გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სამ ძირითად სფეროს:

  • პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობა: ეროვნულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების შეტანა, სტრატეგიული დოკუმენტების, მაგალითად, ეროვნული სამოქმედო გეგმების, შექმნა და განახლება, მსჯელობისა და განხილვის ხელშეწყობა საქართველოს საზოგადოების ყველა დონეზე.
  • ეროვნული სისტემების გაძლიერება: კოორდინირების გაზრდა, გენდერული თანასწორობის საკითხებში ინოვაციური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, მონიტორინგის მექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია.
  • საზოგადოებრივი ადვოკატირების გაძლიერება: სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა, ადვოკატირების პლატფორმების შექმნა გენდერული თანასწორობის საკითხების საზოგადოებრივი განხილვისათვის. 

შედეგები

  • პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა 6 პროცენტიდან (2008) 16 პროცენტამდე (2016). 
  • ნებაყოფლობითი გენდერული კვოტა გაიზარდა 20-დან 30 პროცენტამდე. გენდერული კვოტის დაცვით დაკომპლექტებული პარტიების დაფინანსება გაიზარდა10-დან 30 პროცენტამდე.
  • 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ქალთა წარმომადგენლობა საკრებულოებში გაიზარდა 11-დან 11.8 პროცენტამდე. 2013 წელს შეიქმნა საკრებულოს წევრ ქალთა  ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა როლის გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
  • საქართველოს 16-მა მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა გენდერული ბიუჯეტირების პრინციპებით 2014, 2015 და 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტების შედგენისას.
  • საქართველოს პარლამენტმა მიიღო გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა 2014-2016 წლებისათვის.
  • 350 ქალმა გაიარა პროფესიული გადამზადება კაჭრეთის, ზუგდიდისა და ფოთის პროფესიულ კოლეჯებში.  
  • გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭრით, კახეთისა და სამეგრელოს 26 თემის 179 ქალმა შეიმუშავა და განახორციელა 26 მცირე საგრანტო პროექტი 14 სოფელში კონკრეტული პრობლემების მოგვარების მიზნით.
  • ქალთა სათემო ჯგუფებმა ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინეს საპროექტო წინადადებები, რომლებიც ადგილობრივი თემების ინტერესებს ემსახურებოდა. 2014  და 2015 წელს 121 პროექტი იქნა დამტკიცებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში, ჯამში ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებამ ამ პროექტების განხორციელებისათვის 8 მილიონ ლარს მიაღწია.
  • გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით საქსტატმა მონაცემთა საძიებო სისტემაში გენდერული სტატისტიკა გაითვალისწინა.
  • 2013-2014 წლებში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია „შეიცვალე აზრი“, რომელმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოს საზოგადოებაში. კამპანიის Facebook გვერდმა დააგროვა 47 ათასი მოწონება და 10 ათასზე მეტი აქტიური გამოხმაურება.
  • 2013 წელს დაფუძნდა კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაცია, რომელმაც თავისი საქმიანობის პირველივე წლის მანძილზე 120 ქალზე მეტი გააერთიანა. 2015 წელს ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება ფერმერ ქალთა ეროვნული ასოციაციის სტატუსით გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა საქართველოს სხვა რეგიონებიში.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

აბაშიძის ქ. 4
თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირი

ლელა აქიაშვილი
პროექტის მენეჯერი
lela.akiashvili@undp.org 

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

სტატუსი:

Ongoing

დაწყების თარიღი:

November 2015

დასრულების თარიღი:

December 2020

სექტორი:

  • accelerate structural transformations
  • პროექტის ოფისი:

    UNDP in Georgia

    განმახორციელებელი პარტნიორი:

    GEO Parliament

    Full project information  

    Funding Support by

    დონორი

  • United Nations Development Pro
  • Mdtfo/jp_georgia_gendeequalit
  • შემოწირული თანხა

    $ 2,622,890

    გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი

    2019 $ 306,847

    2018 $ 570,489

    2017 $ 699,144

    2016 $ 713,123

    2015 $ 177,890

    დამატებითი ინფორმაცია

    Loading…
    Loading…
    Loading…
    Loading…

    UNDP მსოფლიო

    ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

    ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

    გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

    დომინიკის რესპუბლიკა

    ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

    ვენესუელა ვიეტნამი

    ზამბია ზიმბაბვე

    თურქეთი თურქმენეთი

    იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

    კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

    ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

    მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

    ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

    პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

    რუანდა რუსეთის ფედერაცია

    სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

    ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

    უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

    ფილიპინები

    ქუვეითი

    ყაზახეთი ყირგიზეთი

    ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

    წყნარი ოკენეს რეგიონი

    ხორვატია

    ჯიბუტი

    ჰაიტი ჰონდურასი