გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა 

ადგილობრივი ინიციატივები გლობალური გარემოსდაცვითი შედეგების მისაღწევად

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

მიმოხილვა

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიო-მრავალფეროვნების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო წყლები, მიწის დეგრადაცია, ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენების მართვა. გარემოსდაცვითი პრიორიტეტების პარალელურად, პროგრამა ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა როლის გაძლიერებას საზოგადოებაში. პროგრამა ხორციელდება არაერთ ქვეყანაში და მორგებულია თითოეული ქვეყნისთვის დამახასიათებელ გარემოსდაცვით საკითხებსა თუ პრობლემებს. პროგრამის სტრატეგია საქართველოში ერთობლივად შეიმუშავეს დონორებმა, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა.

რას ვაკეთებთ

საქართველოში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა დაიწყო 2012 წელს. პროგრამის მიმდინარე ეტაპის (2016-2018) ბიუჯეტი შეადგენს 600 ათას აშშ დოლარს. პროგრამის სამიზნე ლანდშაფტებს წარმოადგენს დიდი და მცირე კავკასიონის მაღალმთა, შავი ზღვის სანაპირო და სემიარიდული ანუ ნახევრად უდაბნოს ზონა.

მცირე გრანტების პროგრამის ახალ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შემდეგ პრიორიტეტულ საკითხებს:

  • ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ეკოსისტემების კონსერვაცია და მდგრადი მართვის ხელშეწყობა ლანდშაფტურ მიდგომებზე დაფუძნებული სათემო ინიციატივების მეშვეობით;
  • აგროეკოლოგიური პრაქტიკის დამკვიდრება, რომელიც ხელს შეუწყობს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებასა და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობას;
  • დაბალნახშირბადიანი ენერგორესურსებისადმი თემების ხელმისაწვდომობის ზრდა
  • სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების მდგრადი მართვა

ამის გარდა, პრიორიტეტული პროექტების სიას განეკუთნებიან ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის დიალოგს გარემოსდაცვითი მმართველობის გასაუმჯობესებლად, ახალგაზრდების, ქალებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის აქტიურ ჩართვას გარემოსდაცვით საქმიანობაში; მოქალაქეთათვის პრაქტიკული გარემოსდაცვითი ცოდნის მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია GEF მცირე გრანტების პროგრამის საქართველოს ვებ-გვერდზე.

შედეგები

2012 წლიდან, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მიიღო 33 არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციამ საერთო ბიუჯეტით 750 ათასი აშშ დოლარი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისინი ახორციელებენ პროექტებს შემდეგ პრიორიტეტულ საკითხებზე:

  • ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია
  • კლიმატის ცვლილება
  • საერთაშორისო წყლები
  • მიწის დეგრადაცია
  • ქიმიური ნივთიერებების მართვა

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ანა შუბითიძე
პროექტის მენეჯერი
ana.shubitidze@undp.org

ლია თერგიაშვილი
პროგრამის ასისტენტი
lia.tergiashvili@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოსა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

ფოტოები

Slide
ხეების დარგვა ყაზბეგში. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
Slide
ხეების დარგვა ყაზბეგში. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
Slide
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენა. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
Slide
მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობელი ბაღებში ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
Slide
ადგილობრივი ინიციატივები აბასთუმანში. დეკემბერი, 2015. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
Slide
თბილისის ეზოების გამწვანება. ივნისი, 2018. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
Slide
კოლხური ხოხბის კონსერვაცია. 2014. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
Slide
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი. 2014. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP
Slide
პლასტიკური ნარჩენების მართვის პრაქტიკა ხარაგაულში. 2015. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
სტატუსი მიმდინარე
დაწყების თარიღი ივნისი 2015
დასრულების თარიღი ივნისი 2023
საქმიანობის სფერო გარემოს დაცვა და ენერგეტიკა
პარტნიორები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. არასამთავრობო და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები
დონორი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი
ბიუჯეტი US$ 600,000

დამატებითი ინფორმაცია

Loading…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი