გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა
ადგილობრივი ინიციატივები გლობალური გარემოსდაცვითი შედეგების მისაღწევად

მიმოხილვა
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიო-მრავალფეროვნების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო წყლები, მიწის დეგრადაცია, ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენების მართვა. გარემოსდაცვითი პრიორიტეტების პარალელურად, პროგრამა ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა როლის გაძლიერებას საზოგადოებაში. პროგრამა ხორციელდება არაერთ ქვეყანაში და მორგებულია თითოეული ქვეყნისთვის დამახასიათებელ გარემოსდაცვით საკითხებსა თუ პრობლემებს. პროგრამის სტრატეგია საქართველოში ერთობლივად შეიმუშავეს დონორებმა, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა.
რას ვაკეთებთ
საქართველოში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა დაიწყო 2012 წელს. პროგრამის მიმდინარე ეტაპის (2016-2018) ბიუჯეტი შეადგენს 600 ათას აშშ დოლარს. პროგრამის სამიზნე ლანდშაფტებს წარმოადგენს დიდი და მცირე კავკასიონის მაღალმთა, შავი ზღვის სანაპირო და სემიარიდული ანუ ნახევრად უდაბნოს ზონა.
მცირე გრანტების პროგრამის ახალ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შემდეგ პრიორიტეტულ საკითხებს:
- ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ეკოსისტემების კონსერვაცია და მდგრადი მართვის ხელშეწყობა ლანდშაფტურ მიდგომებზე დაფუძნებული სათემო ინიციატივების მეშვეობით;
- აგროეკოლოგიური პრაქტიკის დამკვიდრება, რომელიც ხელს შეუწყობს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებასა და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობას;
- დაბალნახშირბადიანი ენერგორესურსებისადმი თემების ხელმისაწვდომობის ზრდა
- სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების მდგრადი მართვა
ამის გარდა, პრიორიტეტული პროექტების სიას განეკუთნებიან ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის დიალოგს გარემოსდაცვითი მმართველობის გასაუმჯობესებლად, ახალგაზრდების, ქალებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის აქტიურ ჩართვას გარემოსდაცვით საქმიანობაში; მოქალაქეთათვის პრაქტიკული გარემოსდაცვითი ცოდნის მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია GEF მცირე გრანტების პროგრამის საქართველოს ვებ-გვერდზე.
შედეგები
2012 წლიდან, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მიიღო 33 არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციამ საერთო ბიუჯეტით 750 ათასი აშშ დოლარი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისინი ახორციელებენ პროექტებს შემდეგ პრიორიტეტულ საკითხებზე:
- ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია
- კლიმატის ცვლილება
- საერთაშორისო წყლები
- მიწის დეგრადაცია
- ქიმიური ნივთიერებების მართვა
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
ფალიაშვილის ქ. 15
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირები
ანა შუბითიძე
პროექტის მენეჯერი
ana.shubitidze@undp.org
ლია თერგიაშვილი
პროგრამის ასისტენტი
lia.tergiashvili@undp.org
ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოსა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org
სტატუსი | მიმდინარე |
დაწყების თარიღი | ივნისი 2015 |
დასრულების თარიღი | ივნისი 2023 |
საქმიანობის სფერო | გარემოს დაცვა და ენერგეტიკა |
პარტნიორები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. არასამთავრობო და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები |
დონორი | გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი |
ბიუჯეტი | US$ 600,000 |