კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში

მხარდაჭერა კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბებაში 

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფინანსური მხარდაჭერით, ეხმარება საქართველოს მთავრობას შეიმუშაოს და დანერგოს კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის (CRM) პროაქტიული მიდგომა, რომელიც მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნისა და ყველა სექტორში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენების გზით, ხელს შეუწყობს რისკის შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას. ინიციატივა მიმართული იქნება იმ მთავარი ბარიერების დაძლევაზე, რომლებიც ხელს უშლიან მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის (MHEWS) შექმნას და ასევე მოიცავს კლიმატის რისკის მართვის ყველა სხვა ასპექტს, რომელიც მრავლმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების ეფექტური სისტემის (MHEWS) მხარდასაჭერადაა აუცილებელი.

პროექტის საშუალებით საქართველო მიაღწევს ძირეულ ცვლილებას კლიმატის რისკის შემცირებასა და მართვაში ინტეგრირებული, კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების (MHEWS) სისტემის განვითარების მეშვეობით. შემოღებული იქნება საფრთხის, რისკისა და მოწყვლადობის რუკების შედგენისა და შეფასების სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდები და ტექნოლოგიები და უზრუნველყოფილი იქნება კლიმატის რისკის შესახებ კრიტიკული ინფორმაციის გავრცელება, რათა შესაძლებელი გახდეს რისკის შემცირების პოლიტიკის გატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეიქმნება გრძელვადიანი ინსტიტუციონალური და საზოგადოებრივი უნარები და შესაძლებლობები კლიმატის რისკის შემცირების (CRR) სფეროში, კლიმატის ცვლილების ადაპტაციასა (CCA) და მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემაში (MHEWS).

რას ვაკეთებთ

ჩვენი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსურსათის ეროვნული სააგენტოგარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიგარემოს ეროვნული სააგენტოშინაგან საქმეთა სამინისტროსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ:

  • გამოვიყენებთ მრავალმხრივი საფრთხეების რუკების შედგენისა და რისკების შეფასების ერთიან მეთოდებსა  და ინსტრუმენტებს, რომლებიც შემუშავდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებული ინტერვენციებისა და მოწყვლადობის ერთიანი შეფასების შედეგად; განვახორციელებთ მონიტორინგს, რომელიც დამყარებული იქნება რიონის პროექტის ფარგლებში შემუშავებულ პროტოტიპზე. პროექტის შედეგად მოხდება ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის განახლება და გაფართოება და იგი ასევე ხელს შეუწყობს მრავალმხრივი საფრთხეების შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის ცენტრალიზებული სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მოიცავს ეროვნულ ელექტრონულ ბიბლიოთეკას, მონაცემთა ბაზებს, საინფორმაციო სისტემებსა და ცოდნის პორტალს. შესაძლებელს გავხდით ადგილობრივი დონის საფრთხეების დეტალური რუკების შედგენასა და რისკისა და მოწყვლადობის შეფასებას.

  • ვიმუშავებთ ეროვნული კოორდინაციასა და ინსტიტუციურ სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე და ეფექტური ადრეული შეტყობინების სისტემის (EWS) შესაქმნელად. გაძლიერდება იმ გადაწყვეტილების მიმღებთა და ეროვნული ინსტიტუტების შესაძლებლობები, რომლებიც ჩართულნი არიან გაფრთხილებებისა და სხვა კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გენერირებაში, გადამუშავებაში, კომუნიკაციასა და გამოყენების პროცესში. შემუშავდება და განხორციელდება ეროვნული და ადგილობრივი ინტეგრირებული ადრეული შეტყობინების სისტემები საფრთხეებისა და სექტორების მიხედვით.

  • უზრუნველვყოფთ ადრეული გაფრთხილებებისა და კლიმატის შესახებ ცნობების საბოლოო მომხმარებლებისთვის მოწოდებასა და გამოყენებას. გაუმჯობესდება თემთა შესაძლებლობები ადრეული შეტყობინების სისტემის (EWS) ინფორმაციისა და პროდუქტების ეფექტურ გამოყენებაში და კლიმატთან დაკავშირებულ კატასტროფებზე რეაგირებაში ინფრასტრუქტურული და არაინფრასტუქტურული მდგრადობის ზომების დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებით. გარდა ამისა, განხორციელდება პრიორიტეტული ინფრასტუქტურული ღონისძიებები მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე, რომლებიც მიმართულია ყველაზე მოწყვლად თემებში რისკების შესამცირებლად, რისთვისაც შეიქმნება ადრეული შეტყობინების სისტემა (EWS).

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

გაეროს სახლი
რ. ერისთავის ქ. 9
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი

ქეთევან სხირელი
პროექტის მენეჯერი
ketevan.skhireli@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

სტატუსი:

Ongoing

დაწყების თარიღი:

December 2018

დასრულების თარიღი:

December 2025

სექტორი:

  • accelerate structural transformations
  • პროექტის ოფისი:

    UNDP in Georgia

    განმახორციელებელი პარტნიორი:

    GOVERNMENT

    Full project information  

    Funding Support by

    დონორი

  • Swiss Agency For Development And Cooperation - Sdc
  • Green Climate Fund
  • შემოწირული თანხა

    $ 1,299,891

    გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი

    2019 $ 471,030

    2018 $ 27

    დამატებითი ინფორმაცია

    Loading…
    Loading…
    Loading…

    UNDP მსოფლიო

    ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

    ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

    გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

    დომინიკის რესპუბლიკა

    ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

    ვენესუელა ვიეტნამი

    ზამბია ზიმბაბვე

    თურქეთი თურქმენეთი

    იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

    კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

    ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

    მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

    ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

    პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

    რუანდა რუსეთის ფედერაცია

    სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

    ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

    უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

    ფილიპინები

    ქუვეითი

    ყაზახეთი ყირგიზეთი

    ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

    წყნარი ოკენეს რეგიონი

    ხორვატია

    ჯიბუტი

    ჰაიტი ჰონდურასი