EU4Dialogue

კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში

Photo: Vladimir Valishvili/UNDP

მიმოხილვა

"EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში" ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მოლდოვაში ხორციელდება. პროექტის სრული ბიუჯეტი 9.1 მილიონ ევროს შეადგენს.

ეს ევროკავშირის (EU) მრავალმხრივი პროგრამის ნაწილია, რომელიც  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დიალოგისა და ადამიანებს შორის ურთიერთობისათვის ხელსაყრელი გარემოს განვითარებას ისახავს მიზნად.

პროექტის საქმიანობა ვრცელდება კონფლიქტით დაზარებულ საზოგადოებებსა და სოციალურ ჯგუფებზე და მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება. მისი მიზანია, არავინ დარჩეს განვითარებისა და შესაბამისა დახმარების მიღმა. ყველა აქტივობაში გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის დაცვის პრინციპი და ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესები.

აქტივობები

EU4Dialogue ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მოლდოვაში მდგრადი სათემო ინიციატივების განხორციელებასა და მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას. სადაც შესაძლებელია, პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისა და გამყოფი ხაზების გასწვრივ განლაგებული სოფლების მაცხოვრებლები, ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული პირები და კონფლიქტით დაზარალებული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები.

EU4Dialogue ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

  1. საგრანტო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების ხელშეწყობას, პროფესიული ექსპერტიზისა და ცოდნის გაცვლას კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის და კონფლიქტით დაზარალებული თემების ცხოვრების სტანდარტის გაზრდას.
  2. მოქნილი ხელსაწყო, რომლის დანიშნულებაა კონფლიქტის გარდაქმნის ხელშეწყობა და ამ მიზნით, EU4Dialogue კომპონენტების ფარგლებში გამოვლენილ პრიორიტეტულ საჭიროებებზე რეაგირება.

საგრანტო პროგრამა გამოავლენს ადგილობრივი სათემოების დონეზე ინიცირებულ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ „არავინ დარჩეს განვითარების მიღმა“ პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. საგრანტო კონკურსები მოიცავს მონაწილეთა ფართო სპექტრს, განსაკუთრებით ადგილობრივი და სათემო ორგანიზაციების რიცხვიდან. მათთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სასწავლო და სატრენინგო პროგრამები, სასწავლო ტურები და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა კონფლიქტის მიმართ სენსიტიური მიდგომებისა და ამ მხრივ, სათემო პრაქტიკების დანერგვის საკითხებში.  

მოქნილი ხელსაწყოს მეშვეობით, EU4Dialogue პასუხობს სხვადასხვა სახის  საჭიროებას, რომელთა გამოვლენა ეყრდნობა პოლიტიკური დიალოგის განვითარებას, რაც EU4Dialogue პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, ან ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის სხვა მსგავსი ინიციატივების ფარგლებში მიმდინარე კონფლიქტის გარდაქმნის პროცესს.

მოსალოდნელი შედეგები

  • სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების  100-ზე მეტი ინიციატივა, რომელიც, გენდერული  თანასწორობისა  და ინკლუზიურობის პრინციპების გათვალისწინებით, კონფლიქტით დაზარალებული თემების ხელშეწყობას მოემსახურება.
  • ადგილობრივი ორგანიზაციები მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას მათი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
  • კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის გაიზრდება პროფესიული ექსპერტიზისა და ცოდნის გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს საერთო პრობლემებისა  და გამოწვევების გადაწყვეტას.
  • პროექტის განხორციელების შედეგად, მოხდება იმ სტრატეგიული მიმართულებების გამოვლენა, რომლებიც კონფლიქტის გარდაქმნას შეუწყობს ხელს.

საკონტაქტო ინფორმაცია

eu4dialogue@undp.org

საკონტაქტო პირი

გიორგი ვარდიშვილი

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონფლიქტის პრევენციისა და კონფლიქტის შემდგომი აღდგენის მიმართულების ხელმძღვანელი

giorgi.vardishvili@undp.org

სტატუსი:

Ongoing

დაწყების თარიღი:

December 2020

დასრულების თარიღი:

December 2024

სექტორი:

  • build resilience to shocks and crisis
  • პროექტის ოფისი:

    UNDP in Georgia

    განმახორციელებელი პარტნიორი:

    United Nations Development Programme

    Full project information  

    Funding Support by

    დონორი

  • European Commission
  • შემოწირული თანხა

    $ 204,943

    გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი

    2021 $ 132,174

    2020 $ 623

    მეტი ინფორმაცია

    ჩატვირთვა…
    ჩატვირთვა…
    ჩატვირთვა…
    ჩატვირთვა…

    UNDP მსოფლიო

    ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

    ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

    გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

    დომინიკის რესპუბლიკა

    ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

    ვენესუელა ვიეტნამი

    ზამბია ზიმბაბვე

    თურქეთი თურქმენეთი

    იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

    კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

    ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

    მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

    ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

    პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

    რუანდა რუსეთის ფედერაცია

    სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

    ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

    უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

    ფილიპინები

    ქუვეითი

    ყაზახეთი ყირგიზეთი

    ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

    წყნარი ოკენეს რეგიონი

    ხორვატია

    ჯიბუტი

    ჰაიტი ჰონდურასი