EU4Climate

კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

მიმოხილვა

პროექტი EU4Climate ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მთავრობებს კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების შესრულებაში, კლიმატთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირებაში.

ექვსივე ქვეყანაში პროექტი EU4Climate გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და ეროვნულ მთავრობებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

საქმიანობა

EU4Climate ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას პარიზის შეთანხმების ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესახებ ინფორმაციის განახლებაში და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით (UNFCCC) განსაზღვრული სტრატეგიების შემუშავებაში. გარდა ამისა, საქართველოში ჩამოყალიბდება გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის ეროვნული სისტემა, რომელიც პარიზის შეთანხმების შესრულებას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირის პროექტი EU4Climate აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წარსულში შესრულებული ინიციატივების შედეგებს ეყრდნობა. მათ შორისაა მასშტაბური რეგიონული პროგრამა ClimaEast, რომელიც 2013 - 2017 წლებში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ზომების გატარების მიზნით განხორციელდა. საქართველოში პროგრამამ ClimaEast ხელი შეუწყო ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში განლაგებული საძოვრების რეაბილიტაციასა და შენარჩუნებას.     

მოსალოდნელი შედეგები

  • ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა და ეროვნული სტრატეგიების დასრულება/განახლება და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისთვის (UNFCCC) შეტყობინება.
  • პარიზის შეთანხმებითა და შესაბამისი ეროვნული ვალდებულებებით განსაზღვრული უწყებათაშორისი კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესება პოლიტიკურ და ტექნიკურ დონზე. 
  • გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) სისტემის შემუშავება ან გაუმჯობესება იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც პარიზის შეთანხმებით განსაზღვრულ გამჭვირვალობის მოთხოვნებს ასრულებენ.
  • სექტორული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება პარიზის შეთანხმების შესრულების მიზნით აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებთ ენერგეტიკის სფეროში.
  • ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მისადაგება ევროკავშირთან დადებული ორმხრივი შეთანხმებებისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების თანახმად.
  • კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური სახსრების მობილიზაციის გაძლიერება.
  • ადაპტაციის დაგეგმარების გაუმჯობესება.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ჭავჭავაძის გამზირი #29
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ლაშა ნაკაშიძე
პროექტის მენეჯერი
lasha.nakashidze@undp.org 

ლია თერგიაშვილი
რეგიონული პროექტის ადმინსტრაციული/ფინანსური ასისტენტი
lia.tergiashvili@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

სტატუსი:

Ongoing

დაწყების თარიღი:

January 2019

დასრულების თარიღი:

December 2022

სექტორი:

  • accelerate structural transformations
  • პროექტის ოფისი:

    UNDP in Regional Center – Istanbul

    განმახორციელებელი პარტნიორი:

    United Nations Development Programme

    Full project information  

    Funding Support by

    დონორი

  • European Commission
  • შემოწირული თანხა

    $ 2,077,281

    გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი

    2019 $ 451,327

    2018 $ 0

    დამატებითი ინფორმაცია

    Loading…
    Loading…
    Loading…
    Loading…

    UNDP მსოფლიო

    ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

    ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

    გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

    დომინიკის რესპუბლიკა

    ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

    ვენესუელა ვიეტნამი

    ზამბია ზიმბაბვე

    თურქეთი თურქმენეთი

    იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

    კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

    ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

    მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

    ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

    პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

    რუანდა რუსეთის ფედერაცია

    სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

    ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

    უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

    ფილიპინები

    ქუვეითი

    ყაზახეთი ყირგიზეთი

    ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

    წყნარი ოკენეს რეგიონი

    ხორვატია

    ჯიბუტი

    ჰაიტი ჰონდურასი