დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში
საქართველოს თორმეტი დაცული ტერიტორიის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა

მიმოხილვა
დღეს საქართველო მსოფლიოს იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, სადაც დაცული ტერიტორიები მაღალი დონის ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენს. გასული ათწლეულების განმავლობაში დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. აღნიშნული პროცესი წარიმართა საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების ფონზე და ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ოფიციალური დაცვის ქვეშ მყოფი ტერიტორიები გაზარდოს 20%-მდე (არსებული 8%-დან ) მომდევნო 8 წლის განმავლობაში.
მიღწეული პროგრესისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიუხედავად, კლიმატის ცვლილების ფონზე, გლობალურად მნიშვნელოვანი ბიომარავალფეროვნების წინაშე არსებული საფრთხეები კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს დაცული ტერიტორიების პოლიტიკისა და კანონმდებლობის არაეფექტური განხორციელების გამო.
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური ხელშეწყობით გაჩნდება თორმეტი შერჩეული დაცული ტერიტორიისათვის მდგრადი დაფინანსების შესაძლებლობა, რაც მოხმარდება საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას, ობიექტზე ტექნიკურ დახმარებასა და პოტენციალის გაზრდას, ფინანსურ და ადმინისტრაციულ დაგეგმვას, ბიუჯეტის განსაზღვრასა და საბუღალტრო აღრიცხვას, ტურიზმის განვითარებას, მართვის ეფექტურობის შეფასებასა და საოპერაციო მართვას. ინფორმირებულობის დონის გაუმჯობესება აამაღლებს საზოგადოების მიერ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის აღიარებას და მათ მხარდაჭრას.
საქმიანობა
- ხელს შევუწყობთ 431,872 ჰექტარზე გაშლილი, გლობალური მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული თორმეტი დაცული ტერიტორიის მდგრად და ეფეტურ დაფინანსებას
- არ დავიშურებთ ძალისხმევას სამიზნე დაცულ ტერიტორიებზე ეფექტური ფინანსური და საოპერაციო მართვისა და მონიტორინგისათვის აუცილებელი ინსტიტუციური პოტენციალის გასაუმჯობესებლად
- მიზნად ვისახავთ უფრო ეფექტური ცოდნის მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების ღირებულების შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას;
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
გაეროს სახლი
რ. ერისთავის ქ. 9
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირი
ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org
სტატუსი:
Ongoing
დაწყების თარიღი:
January 2019
დასრულების თარიღი:
December 2023
სექტორი:
Funding Support by
დონორი
შემოწირული თანხა
$ 163,111
გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი
2019 $ 88,285