უკეთესი უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის დახმარებით

ახალგაზრდების, შშმ პირების და ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

მიმოხილვა

პროექტი „უკეთესი უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის დახმარებით“ მიზნად ისახავს უწყვეტი პროფესიული განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მხარდაჭერას საქართველოს ექვს სამიზნე რეგიონში (თბილისი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, კახეთი და აჭარა) და ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას შესაბამისი მოდელების და მიდგომების ინსტიტუციონალიზაციისა და დანერგვის გზით. პროექტი ხელს შეუწყობს წვდომის გაუმჯობესებას პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ახალ სერვისებზე, რაც პროფესიული საგანმანათლებო სისტემის და ქართული შრომის ბაზრის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, კერძო სექტორთან (სტუმარ-მასპინძლობის და ჯანდაცვის სფეროები, პერსონალური სერვისები და სხვა სექტორები) და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (სკოლები, კოლეჯები და ტრენინგ ცენტრები) თანამშრომლობით.

რას ვაკეთებთ

  • საშუალო სკოლების ინსტიტუციური გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ინტეგრირებული პროფესიული განათლების/მომზადების მიწოდება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არ არსებობს პროფესიული განათლება.
  • დაწევის და დაჩქარების  კურსების (catch-up courses) შექმნა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მათთვის, ვინც განათლების და დასაქმების მიღმაა დარჩენილი და რთულია პროფესიული განათლების კურსებზე ჩარიცხვა და მონაწილეობა.
  • შერჩეულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ციფრული და შერეული სწავლების შემოღება.
  • მოწყვლადი და სპეციალური სამიზნე ჯგუფებისთვის  (შშმ პირები, ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობები) დისტანციური ან სახლიდან მუშაობის შესაძლებლობის დანერგვა.
  • პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის სამეწარმეო მოდელის შემოღება და ქოუჩინგის სქემის მხარდაჭერა.
  • პარტნიორების, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური განათლების დაწესებულებების ჩათვლით,  ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობის გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფებისათვის მიზნობრივი მომსახურების მიწოდება.
  • სექტორული კოლეჯების დაკავშირების (networking) მოდელების შემოღება და ორ სექტორში პილოტირება
  • პროფესიული განათლების მიმწოდებლებისა და/ან სხვა ცოდნის ცენტრების გარდაქმნა უნარების ადგილობრივ ჰაბებად და რესურსებზე მათი წვდომის გაუმჯობესება.
  • თითოეული სამიზნე რეგიონისთვის გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელი მიზნობრივი ღონისძიებების ჩარჩოს შექმნა, რომელიც შემუშავდება ამ რეგიონებში განათლების და დასაქმების მიღმა დარჩენილი და მოწყვლადი ჯგუფების, და ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებისა და სიტუაციის ანალიზის საფუძველზე.
  • ექსტრაკურიკულური აქტივობების შემოღება ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯებში, კლუბებში, პროექტებში, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში, ახალგაზრდულ ცენტრებში ბენეფიციარების საკვანძო კომპეტენციების, მათ შორის სამეწარმეო კომპეტენციის, განვითარების მიზნით.
  • EntreComp-ის და DigiComp-ის საფუძველზე სამეწარმეო და ციფრული სწავლების, მათ შორის  პროექტზე დაფუძნებული სწავლების (PBL), შემოღება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების და კურსდამთავრებულების დახმარება ბიზნეს იდეების, სოციალური სამეწარმეო საქმიანობის ჩათვლით, პროტოტიპების შექმნაში.
  • სპეციალური კარიერული განათლებისა და პროფესიული ორიენტაციის პროგრამის შექმნა და დანერგვა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და ახალგაზრდებს, მოწყვლადი და განათლების და დასაქმების მიღმა დარჩენილი ჯგუფები ჩათვლით.
  • სამეწარმეო განათლების შესახებ ციფრული რესურსებით სასწავლო მასალების/ციფრული პლატფორმის  შექმნა.
  • სოციალური მეწარმეობისათვის ახალგაზრდული ფორუმების ორგანიზება და ახალგაზრდული ქსელების/პლატფორმის შექმნა, რათა ხელი შევუწყოთ კავშირების დამყარებას, იდეების გაჩენას და თანხების მოზიდვას.

მოსალოდნელი შედეგები

  • შერჩეულ რეგიონებში ახალგაზრდებს, ქალებსა და კაცებს, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს, უკეთესი წვდომა აქვთ უნარების მიღებაზე ფორმალურ და არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებული სერვისის მიწოდების ახალი ფორმების საშუალებით.
  • უნარების განვითარების ხარისხი გაუმჯობესებულია სერვისის მიმწოდებელთა ინსტიტუციური და ადამიანური რესურსის გაუმჯობესების გზით.
  • ახალგაზრდების სამუშაოზე მოწყობის (დასაქმების) შესაძლებლობა გაუმჯობესდა საკვანძო კომპეტენციების, მათ შორის ციფრული და სამეწარმეო კომპეტენციების, განვითარების გზით. 

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

არაყიშვილის I ჩიხი, #3
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ნინო გურგენიძე
პროექტის მენეჯერი
nino.gurgenidze@undp.org

გიორგი ნანობაშვილი
UNDP-ს ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org

 

სტატუსი:

Ongoing

დაწყების თარიღი:

September 2020

დასრულების თარიღი:

March 2023

სექტორი:

  • eradicate poverty in all its forms and dimensions
  • პროექტის ოფისი:

    UNDP in Georgia

    განმახორციელებელი პარტნიორი:

    Mim.of Education and Science

    Full project information  

    Funding Support by

    დონორი

  • United Nations Development Pro
  • European Commission
  • შემოწირული თანხა

    $ 264,547

    გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი

    2021 $ 86,686

    2020 $ 10,594

    დამატებითი ინფორმაცია

    ჩატვირთვა…
    ჩატვირთვა…
    ჩატვირთვა…

    UNDP მსოფლიო

    ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

    ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

    გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

    დომინიკის რესპუბლიკა

    ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

    ვენესუელა ვიეტნამი

    ზამბია ზიმბაბვე

    თურქეთი თურქმენეთი

    იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

    კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

    ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

    მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

    ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

    პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

    რუანდა რუსეთის ფედერაცია

    სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

    ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

    უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

    ფილიპინები

    ქუვეითი

    ყაზახეთი ყირგიზეთი

    ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

    წყნარი ოკენეს რეგიონი

    ხორვატია

    ჯიბუტი

    ჰაიტი ჰონდურასი