კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ხელშეწყობა პანდემიის პირობებში

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ხელშეწყობა პანდემიის პირობებში

მოწყვლადი ჯგუფებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება კორონავირუსისგან დაცვასა და სხვა გამოწვევებთან გამკლავებაში 

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

მიმოხილვა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან,  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობდა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს, პანდემიის ფონზე შექმნილი კრიზისის დაძლევასა და ყოველდღიური მტკივნეული საკითხების მოგვარებაში.

წინამდებარე პროექტის ფარგლებში, რომელიც UNDP-ის სწრაფო რეაგირების ფონდის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ჯანდაცვის სისტემის დახმარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მოკლე და გრძელვადიანი გამოწვევების მოგვარებას.

პროქტი წარმოადგენს პანდემიაზე რეაგირების უფრო ფართო და კომპლექსური დახმარების პაკეტის ნაწილს, რომელიც ეფუძნება UNDP-ის საერთაშორისო გამოცდილებას სიღარიბის შემცირების, უთანასწორობის აღმოფხვრისა და კრიზისების მიმართ მდგრადობის ჩამოყალიბების სფეროებში.

რას ვაკეთებთ

  • ჯანდაცვის სისტემის პროფესიული შესაძლებლობების გაზრდა კორონავირუსის მართვის საკითხებში.
  • საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება კორონავირუსისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების შესახებ.
  • დამცავი და სანიტარული საშუალებების მიწოდება.
  • კონფლიქტით დაზარალებული თემებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ხელშეწყობა კრიზისის პირობებში.

შედეგები

UNDP-მ დახმარება გაუწია 100 კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ 4,000 დევნილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

ცენტრები აღიჭურვა პირადი დაცვის სანიტარული საშუალებებით, ნიღბებითა და სანიტაიზერებით, მათი შიდა და გარე ტერიტორია დამუშავდა სადეზინფექციო ხსნარებით, დევნილებმა მიიღეს სრული ინფორმაცია კორონავირუსისგან დაცვის გზების შესახებ, ხოლო უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განხორციელდა შინზრუნვის მომსახურების ორგანიზება.

გარდა ამისა, პანდემიასთან საბრძოლველად აუცილებელი სამედიცინო მასალები და სანიტარული საშუალებები რეგულარულად მიეწოდებოდა საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს აფხაზეთის რეგიონში, მათ შორის გუდაუთას, გაგრის, გალის, ოჩამჩირეს, პიცუნდის, სოხუმისა და ტყვარჩელის საავადმყოფოებს, კლინიკებსა და ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრებს.

დახმარების ტრასპორტირება უზრუნველყო UNDP-სა და ევროკავშირის (EU) ერთობლივმა საკოორდინაციო მექანიზმმა, რომელიც 2010 წელს შეიქმნა.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

რ. ერსთავის ქ. 9
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

თამთა ჭელიძე
პროექტის ხელმძღვანელი
tamta.chelidze@undp.org

გიორგი ვარდიშვილი
კრიზისის პრევენციისა და შემდგომის აღდგენის მიმართულების ხელმძღვანელი
giorgi.vardishvili@undp.org

პროექტის სტატუსი დასრულებული
დაწყების თარიღი აპრილი 2020
დასრულების თარიღი სექტემბერი 2020
საქმიანობის მიმართულება კრიზისის პრევენცია და შემდგომის აღდგენა
განმახორციელებელი პარტნიორი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და სხვა ადგილობრივი პარტნიორები
დონორი UNDP-ის სწრაფი რეაგირების ფონდი (RRF)
ბიუჯეტი 267,500 აშშ დოლარი