ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM)
აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და მოქნილი პროგრამა კონფლიქტით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენისათვის.

მიმოხილვა
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა COBERM-ი ადრეული რეაგირების მექანიზმია, რომელიც კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება. კობერმი მხარს უჭერს სწრაფად განხორციელებად და კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. კობერმის მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ თემების შორის ნდობის აღდგენის შესაძლებლობებისა და მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა.
რას ვაკეთებთ
ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM) 2010 წლის მაისში დაიწყო. 2010-2018 წლებში პროგრამის სამი ფაზა განხორცილედა.
საგრანტო პროგრამის მეშვეობით, კობერმი მხარს უჭერს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივებსა და საქმიანობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრებისა და კონფლიქტით დაზარალებული თემების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.
კობერმის განხორციელება შემდეგი მიზნების მიღწევას ემსახურება:
- ადამიანებს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.
- მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშემწყობი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
- ჰუმანიტარული დახმარებისა და დიალოგისაკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერა.
შედეგები
კობერმის პირველი სამი ეტაპის შედეგად (2010-2018), ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა სამოქალქო საზოგადოების 200-მდე ინიციატივის განხორციელება ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობისათვის პრიორიტეტულ სფეროებში:
- ახალგაზრდების განათლება
- სახალხო დიპლომატია, დიალოგი და კვლევა
- მოწყვლადი თემების საცხოვრებელი პირობებისა და შემოსავლების გაუმჯობესება
- კულტურული თანამშრომლობა
- ეროვნული უმცირესობები
- ქალთა მონაწილეობის გაძლიერება
- ჯანდაცვა და ჰუმანიტარული დახმარება
- სათემო მობილიზაცია
- არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედითუნარიანობის გაზრდა
- ინოვაციები

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
ბარნოვის ქ. 81
თბილისი 0179 საქართველო
+995 32 2251216
coberm@undp.org
საკონტაქტო პირი
გიორგი ვარდიშვილი
კონფლიქტის პრევენციისა და კონფლიქტის შემდგომი აღდგენის მიმართულების ხელმძღვანელი
giorgi.vardishvili@undp.org
სტატუსი:
Completed
დაწყების თარიღი:
January 2016
დასრულების თარიღი:
February 2019
სექტორი:
პროექტის ოფისი:
განმახორციელებელი პარტნიორი:
United Nations Development Programme
Funding Support by
დონორი
შემოწირული თანხა
$ 7,747,179
გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი
2019 -$ 14,409
2018 $ 2,348,506
2017 $ 2,190,401
2016 $ 2,051,746