ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა (BIOFIN)

გლობალური პარტნიორობა ბიომრავალფეროვნებისა და ეკო-სისტემების ფინანსური მართვის გაუმჯობესებისათვის 

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

მიმოხილვა

ბიომრავალფეროვნების ფინანსირება სახსრების მოძიებისა და მართვის პრაქტიკაა, რომელიც ბიომრავალფეროვნების მართვისათვის გამოიყენება. ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა (BIOFIN) გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკომისიის მიერ წამოწყებული გლობალური პარტნიორობაა, რომელიც ეხმარება მსოფლიოს ქვეყნებს გააუმჯობესონ ბიომრავალფეროვნებისა და ეკო-სისტემების ფინანსური მართვა. ამ საერთაშორისო პროექტში უკვე ჩაერთო მსოფლიოს 30 ქვეყანა (ბელიზი, ბრაზილია, ბუტანი, ბოტსვანა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, კუბა, ეკვადორი, ფიჯი, საქართველო, გვატემალა, ინდოეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მალაიზია, მექსიკა, მონღოლეთი, პერუ, ფილიპინები, სეიშელის კუნძულები, სამხრეთ აფრიკა, შრი-ლანკა, რუანდა, ტაილანდი, უგანდა, ვიეტნამი და ზამბია). 

რას ვაკეთებთ

ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივაში (BIOFIN) ჩართულ ქვეყნებში ხორციელდება საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი შეფასება, რომლის მიზანია ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გეგმის შემუშავება რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებზე დაყრდნობით, ინოვაციური მეთოდების გამოყენებითა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით.

ინიციატივის მიზანია მეთოდოლოგიის შემუშავება, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ხარვეზი ეროვნულ დონეზე, რათა მოხდეს მისი ეფექტურობის გაუმჯობესება და ბიომრავალფეროვნების გათვალისწინება ეროვნული განვითარებისა და სექტორულ დაგეგმარებაში, ასევე, ყოვლისმომცველი ეროვნული ფინანსირების გეგმების შემუშავებაში. ამგვარად, ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა ქმნის საფუძველს სიღრმისეული ანალიზისა და სახსრების მობილიზაციის სტრატეგიების შემუშავებისათვის, რაც თავის მხრივ, საშუალებას მისცემს ქვეყნებს განახორციელონ თავისი ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები და შეასრულონ ეროვნული ბიომრავალფეროვნების მიზნები. ინიციატივა ხელს შეუწყობს ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას, რითიც საფუძველი ჩაეყრება პლატფორმას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინტეგრაციისათვის. 

ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა (BIOFIN) შემდეგ ძირითად ნაბიჯებს მოიცავს:

ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პოლიტიკისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება (PIR) - ქვეყნის ფისკალური, ეკონომიკური, იურიდიული, პოლიტიკური და ინსტიტუციური სტრუქტურის ანალიზი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და შეფასდეს ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ეფექტური გადაწყვეტილებები.   

ბიომრავალფეროვნების დანახარჯების შეფასება (BER) - დეტალური მონაცემების გამოყენება საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ბიუჯეტების, გადანაწილებისა და დანახარჯების შესახებ ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესებული პოლიტიკის, ფინანსირებისა და შედეგების მხარდაჭერისათვის.  

ფინანსური საჭიროებების შეფასება (FNA) - ეროვნული და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების მიზნების მისაღწევად საჭირო ფინანსური რესურსების შეფასება. FNA-ის საშუალებით ხდება აღნიშნული ფინანსურ საჭიროებების შედარება ბიომრავალფეროვნების მოსალოდნელ ხარჯებთან საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმარების პერსპექტივაში.

ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გეგმა (BFP) - ეროვნულ დონეზე დამტკიცებული ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გეგმა, რომელიც წარმოადგენს თანმიმდევრულ და მრავალმხრივ ეროვნულ მიდგომას. გეგმაში მოცემულია შერეული ფინანსირების განხორციელების ეტაპები, რომლებიც სცდება ახალი რესურსების მობილიზაციას და მიმართულია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე, და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მიზნების მიღწევაზე.

შედეგები

2018 წლისათვის საქართველომ დაასრულა ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პოლიტიკისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების (PIR) და ბიომრვალფეროვნების დანახარჯების (BER) შეფასება. ამჯერად მიმდინარეობს ფინანსური საჭიროებების შეფასება (FNA) და ბიომრვალფეროვნების ფინანსირების გეგმის (BFP) შედგენა.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

გ. გულუას ქ. 6
თბილისი 0114 საქართველო

საკონტაქტო პირები

თორნიკე ფულარიანი
პროექტის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში
tornike.phulariani@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

სტატუსი დასრულებული
დაწყების თარიღი აპრილი 2016
დასრულების თარიღი ივნისი 2019
საქამიანობის სფერო გარემოს დაცვა და ენერგეტიკა
პარტნიორები საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დონორები გერმანიის, შვეიცარიის, ნორვეგიისა და ფლანდრიის მთავრობები. ევროკავშირი
ბიუჯეტი 530,000 აშშ დოლარი

დამატებითი ინფორმაცია

Loading…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი