ENPARD-3: საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარება

სოფლად სიღარიბის შემცირება და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

მიმოხილვა

წინამდებარე პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის, ნაწილია.

პროგრამა ENPARD ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის უშუალო ჩართულობით და საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის განვითარების მხარდაჭერა და  სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდა.

ENPARD-ის განხორციელება ხელს უწყობს თვისებრივ ცვლილებებს საქართველოს განვითარებაში, ეხმარება ქვეყანას შეიმუშაოს თანმიმდევრული პოლიტიკა და დანერგოს წარმატებული პრაქტიკა სოფლის განვითარების სფეროში.    

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის (EU) ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პარტნიორია საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერის საქმეში. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სტრუქტურულ და სისტემურ ცვლილებებს სოფლის განვითარების გზაზე არსებული ბარიერების დასაძლევად. გარდა ამისა, ჩვენი დახმარება მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების მომსახურების გაუმჯობესებას და ეფექტური, მდგრადი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებას.

ჩვენი საქმიანობა ეყრდნობა სტრატეგიულ მიდგომას, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს მიღებულ სოფლის განვითარების სტრატეგიაში.

ENPARD-ის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მუშაობს საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და ხელს უწყობს სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებას, მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის  დანერგვას და ყველა დაინტერესებული მხარის, მათ  შორის, ადგილობრივი მოსახლეობის, აქტიურ ჩართვას სოფლის  განვითარებაში.

კონკრეტული საპილოტე ინიციატივები ხორციელდება ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ბორჯომის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარება ეყრდნობა მჭიდრო თანამშრომლობას და პარტნიორობას საქართველოს მთავრობასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სათემო ორგანიზაციებთან, და კერძო სექტორთან.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქმიანობა და გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინიციატივა „საქართველოს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ENPARD-3-ის ფარგლებში“ ერთმანეთის შემავსებელია.

ENPARD-ის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ასევე განახორციელა შემდეგი ინიციატივები: ENPARD-1: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების ხელშეწყობა და ENPARD-2: საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა.

მოსალოდნელი შედეგები

  • საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, და ამასთან დაკავშირებული სხვა პროგრამების, განხორციელების მართვის გაუმჯობესება.
  • სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, დასაქმებისა და სერვისების ზრდა.
  • გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მართვის გაუმჯობესება.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

მცხეთის ქ. 14
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ნოდარ კერესელიძე
პროექტის მენეჯერი
nodar.kereselidze@undp.org

ივანე შამუგია
მრჩეველი შესაძლებლობათა განვითარების საკითხებში
ivane.shamugia@undp.org

გიორგი ნანობაშვილი
UNDP-ის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org

სტატუსი:

Ongoing

დაწყების თარიღი:

January 2018

დასრულების თარიღი:

November 2022

სექტორი:

  • eradicate poverty in all its forms and dimensions
  • პროექტის ოფისი:

    UNDP in Georgia

    განმახორციელებელი პარტნიორი:

    MinistryofAgriculture Georgia

    Full project information  

    Funding Support by

    დონორი

  • Geo-government
  • European Commission
  • შემოწირული თანხა

    $ 1,738,305

    გასული ფისკალური წლის მაჩვენებელი

    2019 $ 978,686

    2018 $ 237,292

    2017 $ 0

    დამატებითი ინფორმაცია

    Loading…
    Loading…

    UNDP მსოფლიო

    ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

    ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

    გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

    დომინიკის რესპუბლიკა

    ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

    ვენესუელა ვიეტნამი

    ზამბია ზიმბაბვე

    თურქეთი თურქმენეთი

    იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

    კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

    ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

    მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

    ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

    პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

    რუანდა რუსეთის ფედერაცია

    სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

    ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

    უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

    ფილიპინები

    ქუვეითი

    ყაზახეთი ყირგიზეთი

    ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

    წყნარი ოკენეს რეგიონი

    ხორვატია

    ჯიბუტი

    ჰაიტი ჰონდურასი