გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის

გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა იწყებენ ერთთვიან კამპანიას ადამიანის უფლებების, მრავალფეროვნების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად

4 March 2022

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა,  საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობით, იწყებენ ერთთვიან კამპანიას გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის.

კამპანიის მიზანია საზოგადოების განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების ხაზგასმა, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის მიღწევა და მრავალფეროვნების პატივისცემა.

კამპანიის მსვლელობისას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების წარმოჩენას და შესაბამისი გადაწყვეტების ძიებას.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები და ინიციატივები:

  • განახლებული კვლევის პრეზენტაცია: „გენდერული თანასწორობა საქართველოში - ბარიერები და რეკომენდაციები”.
  • კონფერენციები გენდერული თანასწორობის  ქალთა ეკონომიკური გაძლიერების  საკითხებზე.
  • ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაზე მონაწილეთა პირველი ნაკადის მიღება. ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა UNDP-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ბიზნეს ლიდერ ქალთა განვითარებას ემსახურება.
  • საგანმანათლებლო სამაგიდო თამაშის „მე ვარ ქალი“ პრეზენტაცია.
  • მრავალპარტიული დისკუსიები საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერების  შესახებ.
  • ტრენინგები და საგანმანათლებლო ღონისძიებები საკრებულოს წევრი ქალებისთვის, მერი და მერების მოადგილე ქალებისთვის.
  • UNDP-სა და შრომის ინსპექციის სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება. შრომის ინსპექციის სამსახურის საკონტაქტო ცენტრის გახსნა, რომელიც  შრომითი უფლებების შესახებ მოწყვლადი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
  • ადგილობრივი საგანმანათლებლო კამპანია ფერი-ხან სოფიევას შესახებ. ფერი-ხან სოფიევა ცნობილია, როგორც პირველი მუსლიმი ქალი, რომლიც 1918 წელს, საქართველოს თვითმმართველობაში დემოკრატიული წესით იქნა არჩეული. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სოფიევა ასევე მსოფლიოში პირველი მუსლიმი ქალია, რომელმაც დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა.
  • სემინარები ადვოკატირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შესახებ უმცირესობათა ჯგუფების  წარმომადგენელი ქალებისთვის.
  • სემინარები ახალგაზრდა ლიდერებისთვის.  

გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების კამპანიის სიახლეების გასაცნობად, გამოგვყევით UNDP-ის საინფორმაციო რესურსებზე: @UNDPGeorgia, #breakthebias, #embracediversity

საკონტაქტო ინფორმაცია