ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) აქტიურად თანამშრომლობენ პროფესიულ კოლეჯებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ხელს უწყობენ პანდემიის დროს შეჩერებული სასწავლო პროგრამების განახლებას და ახალი საგანმანათლებლო კურსების დანერგვას.

ეს დახმარება ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს როგორც ფერმერთა სწავლებისა და გადამზადების განვითარებას, ისე სატყეო განათლების დანერგვას და ტყის მდგრადი მართვის პროფესიონალების მომზადებას.

UNDP-სა და SDC-ის დახმარება ეყრდნობა შვეიცარიის მთავრობის მიერ პანდემიის დროს გამოყოფილ დამატებით დაფინანსებას, რომელიც 400,000 აშშ დოლარს შეადგენს.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედმა ექვსმა კოლეჯმა და სასწავლო ცენტრმა მიიღო სასწავლო პროგრამებისა და პრაქტიკული ტრენინგისთვის საჭირო აღჭურვილობა და მასალები, მათ შორის: 4 ტრაქტორი, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის განკუთვნილი მანქანა-იარაღები, 21 კომპიუტერი და GPS მოწყობილობები.

6-8 აპრილს, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და ხობის, ჯვრის, მესტიისა და ბათუმის სასწავლებლები მოინახულა. ჩერნიშოვა გაეცნო ფერმერთა პრაქტიკულ სწავლებასა და გადამზადებას და ასევე შეხვდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, კოლეჯების ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და სტუდენტებს.

„ჩვენი ხელშეწყობით, პროფესიული კოლეჯები ვითარდებიან, როგორც სასწავლო დაწესებულებები, იწყებენ თანამშრომლობას ადგილობრივ ბიზნესთან და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობენ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. განათლება კრიზისიდან გამოსვლისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, რადგან ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი ადამიანი უფრო ეფექტიანად უმკლავდება კრიზისს და სიღარიბის დაძლევის გზებსაც პოულობს“, - განაცხადა ჩერნიშოვამ.

UNDP-სა და SDC-ის ხელშეწყობით, 1,000-მდე ფერმერმა უკვე გაირა პროფესიული სწავლებისა და გადამზადების მოკლევადიანი პროგრამები სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროფესიაში - ფერმის მართვა, ჩაისა და ყველის წარმოება, მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მცენარეთა დაცვა, მეღვინეობა და მეფრინველეობა.

სასოფლო-სამეურნეო სასწავლო პროგრამების გარდა, UNDP-ისა და SDC-ის ხელშეწყობა ვრცელდება სატყეო განათლების განვითარებაზეც. მესტიასა და ბათუმში, ამ დახმარების შედეგად დაინერგა სატყეო დარგის სასწავლო პროგრამები, სადაც სტუდენტები ეუფლებიან ტყის კონსერვაციის, დაცვის, აღდგენის, შეფასების, ინვენტარიზაციისა და მდგრადი მართვის საფუძვლებს.

პროფესიული კოლეჯების მხარდაჭერა პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში UNDP-ისა და SDC-ის უფრო ფართო თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც საქართველოში პროფესიული განათლებისა და გადამზადების რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.   

საკონტაქტო ინფორმაცია:

Icon of SDG 01 Icon of SDG 04 Icon of SDG 08

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი