მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური მომსახურების გაუმჯობესება ხელს უწყობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრას საქართველოში

გაეროს განვითარების პროგრამა და სოციალური მომსახურების სააგენტო ახალ ინიციატივას იწყებენ

30 August 2021

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებისა  და უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.  

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, UNDP ხელს უწყობს როგორც სააგენტოს ორგანიზაციულ გაძლიერებას, ისე მოწყვლადი ოჯახების სოციალური მომსახურების ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდას.

დღეს ხელმოწერილი მემორან„სოციალური მომსახურების გაწევა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებას და სიღარიბიდან ამოსვლას ემსახურება. ეფექტიანი სოციალური სერვისები უზრუნველყოფს მოწყვლადი ოჯახების მყისიერი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მაგრამ ამავდროულად, ხელს უნდა უწყობდეს მათ გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასა და სისტემური სიღარიბის დასრულებას, რათა არავინ დარჩეს განვითარების მიღმა. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან სწორედ ამ მიზნებს ისახავს“, - განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

„გაეროს განვითარების პროგრამა სოციალური მომსახურების სააგენტოს  ფუნქციური საქმიანობის შეფასებაში დაეხმარება და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარების კვლევას ჩაატარებს. მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური მომსახურების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრას საქართველოში. სწორედ ამიტომ, ეს მემორანდუმი თითოეული ბენეფიციარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ.

დუმის ფარგლებში, UNDP-ის ხელშეწყობით, სააგენტო ასევე შეიმუშავებს ახალ გადაწყვეტილებებს მოწყვლადი მოსახლეობის მომსახურებაში, მათ შორის, ისეთ კრიტიკულ სფეროში, როგორიც დასაქმებაა.

ამ მიზნით, 2021 წელს, ჩატარდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარების კვლევა, რომლის შედეგების საფუძველზეც შემუშავდება და განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება დასაქმებისა და სხვა სერვისების ეფექტიანობის გაზრდისთვის. განსაკუთრებული ყურადღება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დაეთმობა.  

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა ხორციელდება შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით სამი მიმდინარე ინიციატივის ფარგლებში - „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, „ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“ და „მმართველობის რეფორმის ფონდი“.

საკონტაქტო ინფორმაცია