ფოტოს ავტორი: გიორგი შენგელია/AGC/UNDP

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, ადგილობრივმა სათემო პროექტებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით, შესაძლებელია ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილება, ხელმისაწვდომი რესურსების თავმოყრა და კრიზისით გამოწვეული ზიანის გამოსწორება.

ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის მთავრობის დაფინანსებით, მხარს უჭერს სოციალური ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას საქართველოს ექვს რეგიონში (გურია, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და ქვემო ქართლი). ამ საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ადგილობრივი პროექტების მთლიანმა ღირებულებამ 315,000 აშშ დოლარი შეადგინა.

მაგალითად, ქვემო ქართლის რეგიონში ჯამში 29 ახალგაზრდული ინიციატივა განხორციელდა,  რომელთა გამოვლენასა და მხარდაჭერაში სამი ორგანიზაცია მონაწილეობდა - ორბელიანი საქართველო, რუსთავის ინოვაციების ჰაბი და რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი. ახალგაზრდული ინიციატივების შერჩევისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას ადგილობრივი განვითარების პროცესში.

19 ნოემბერს, UNDP-ის ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვივნენ და რამდენიმე ადგილობრივი პროექტის შედეგებს გაეცნენ.

ქალაქ მარნეულში სტუმრობისას, ბერესფორდმა და გიორგობიანმა მე-2 საჯარო სკოლა მოინახულეს, სადაც პანდემიის პირობებში გაკვეთილების უსაფრთხოდ ჩასატარებლად სკოლის ეზოში ღია სივრცე, „ცოდნის ბაღი“, გაიხსნა.

სოფელ დიოკნისში, სტუმრები შეხვდნენ ახალგაზრდების ჯგუფს, რომელთაც ადგილობრივი სკოლის ტერიტორიაზე გადაწყვეტილი აქვთ სათბურის მოწყობა და ხილისა და ბოსტნეულის მოშენება. მიღებულ შემოსავალს ეს ახალგაზრდები სათემო იდეების განხორციელებას მოახმარენ.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ქართულ-აზერბაიჯანული ბიბლიოთეკა და გაეცნენ მოძრავ მუზეუმს, რომელიც საქართველოს განვითარებაში აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის წვლილს წარმოაჩენს.

ყველა ეს პროექტი ადგილობრივი ახალგაზრდების, მოხალისეებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით განხორციელდა.

„ახალგაზრდულ ინიციატივების განხორციელება მნიშვნელოვანია ადგილობრივი განვითარებისთვის. ხშირად მცირე დახმარებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ახალგაზრდული ენთუზიაზმი და ახლებური ხედვა კონკრეტულ შედეგებში გადაიზარდოს და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

„საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ადგილობრივ განვითარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას და ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობას. ამ ძალისხმევაში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები გვეხმარებიან. სოფლად განხორციელებულ ადგილობრივ ინიციატივებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლისა და აღდგენის საქმეში“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.   

ახალგაზრდული პროექტები ხორციელდება UNDP-ისა და დანიის მთავრობის უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობას ემსახურება.       

საკონტაქტო ინფორმაცია

Icon of SDG 16

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი