ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 40 პროცენტზე მეტი ტყითაა დაფარული. ეს ფასდაუდებელი რესურსი არა მხოლოდ ბუნებრივი სიმდიდრე და კლიმატის ცვლილების შერბილების გზაა, არამედ ტურიზმის, დასვენების, დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობის წყაროც. საქართველოს ტყეების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობენ.

ახალი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 248,000 აშშ დოლარს (211,000 ევროს) შეადგენს, ალგეთის, ლაგოდეხისა და ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელდება და 34,000 ჰექტარი ტყის დაცვასა და შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის მართვის გეგმებს შეიმუშავებს და ახალ ტურისტულ სერვისებს დანერგავს. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება მრავალენოვანი მობილური აპლიკაცია, რომელიც ვიზიტორებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს ყველა დაცული ტერიტორიის შესახებ. პროექტის განხორციელება 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა ევროკავშირისა და UNDP-ის ფართომასშტაბიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც სოფლის განვითარებას ემსახურება.

22 სექტემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ლაგოდეხის ეროვნულ პარკს ეწვივნენ და პროექტის განხორციელებისთვის შერჩეული ლოკაციები დაათვალიერეს.

„ახალი ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2020 წელს მიიღო, უზრუნველყოფს ტყის მართვას მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად, მისი სტატუსისა თუ საკუთრების ფორმის მიუხედავად. კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ტყის მართვის გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი კანონმდებლობის პრაქტიკულ დანერგვას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

„ტყეები ევროპული მწვანე შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ევროკავშირის მიდგომა აღიარებს, რომ ტყეები და მათთან დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს როგორც კლიმატისადმი მედეგი ეკონომიკის მშენებლობაში, ისე სოფლის განვითარებაში. ამ მიდგომის ფარგლებში, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს, შეიმუშავოს ეფექტიანი მექანიზმები ტყის მდგრადი მართვისთვის, რაც სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას“, - აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა.

„წელს მსოფლიომ ტყის გამანადგურებელი ხანძრები იხილა, რამაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ძვირფასი ბუნებრივი რესურსის შენარჩუნება, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად, კლიმატის სტაბილურობასაც ემსახურება. ჩვენი ხელშეწყობით, საქართველო შეძლებს, უკეთ დაიცვას თავისი მდიდარი ტყეები, შექმნას გარემოსადმი მეგობრულ ეკონომიკური შესაძლებლობები და კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგას ისეთი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, სადაც ადამიანებსა და ბუნებას შორის ჰარმონია დამყარება“, - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ.

ევროკავშირი (EU) და UNDP საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან. ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა და სოფლის განვითარებაში მწვანე გადაწყვეტილებების დანერგვა. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://eu4georgia.ge/enpard/

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@moa.gov.ge  
  • ნიკოლოზ თევდორაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, +995 551 100008, niko@tevdorashvili.com
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
Icon of SDG 01 Icon of SDG 15

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი