ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ძლიერი დემოკრატიისა და მმართველობის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების გზაზე, საქართველო საჯარო მმართველობის ძირეული რეფორმის გატარებას განაგრძობს. რეფორმის წარმატებული განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად დაიხვეწება საჯარო მმართველობის საკვანძო სფეროები, გაიზრდება საჯარო უწყებების ეფექტიანობა, ხოლო საჯარო სამსახური ძლიერ და პროფესიულ სექტორად ჩამოყალიბდება.

ამ ფუნდამენტური რეფორმის პირველი ციკლი 2015-2020 წლებში განხორციელდა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტს ეყრდნობოდა. რეფორმის მიღწევები და ხარვეზები როგორც მთავრობამ, ისე სამოქალაქო საზოგადოებამ შეაფასა.

ამჟამად, საქართველოს მთავრობა, ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მუშაობს საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი საფეხურის სტრატეგიაზე, რომელმაც რეფორმის განხორციელება მომავალი წლების მანძილზე უნდა განსაზღვროს.

დიდი ბრიტანეთისა და UNDP-ის მხარდაჭერა ხორციელდება მათი უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.

„საჯარო მმართველობის მიმდინარე რეფორმა ეხმიანება საქართველოს მისწრაფებას, შექმნას გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და პასუხისმგებლობიანი საჯარო მმართველობის სისტემა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას მოემსახურება და სასიკეთო ცვლილებებს შეუწყობს ხელს. რეფორმის შემდეგი ეტაპის განხორციელება კიდევ უფრო გააღრმავებს გასული წლების მიღწევებს და ხელს შეუწყობს იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე გამოიკვეთა“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა.

„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს საჯარო მმართველობis rრეფორმას. ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს რეფორმის ამბიციურ, თანმიმდევრულ და საზოგადოებისთვის გასაგებ სტრატეგიას, რომელიც ხელს შეუწყობს რეფორმის განხორციელებას საჯარო მმართველობის ყველა დონეზე, ეროვნული უწყებებიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებამდე“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საჯარო მმართველობის რეფორმირებისა და მოდერნიზების მიმართულებით, თუმცა საქმე კიდევ ბევრია დარჩენილი. რეფორმა წარმატებით დაიწყო ისეთ სფეროებში, როგორიცაა  პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო სამსახურის რეფორმის გატარება. შემდგომი ეტაპის მიზანია ამ ცვლილებების სრული ამოქმედება ყველას საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

დიდი ბრიტანეთი და UNDP 2016 წლიდან ხელს უწყობენ საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას. ამ დახმარების შედეგად, საქართველომ შეძლო საჯარო მმართველობაში ერთიანი მიდგომების დანერგვა, მათ შორის, პოლიტიკის განვითარებისა და კოორდინაციის საკითხებში. გარდა ამისა, დაიხვეწა საჯარო მოხელეთა შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემები, შემუშავდა სახელმწიფო სერვისების მიწოდების ერთიანი სტანდარტები და დაინერგა ციფრული გადაწყვეტები.

პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს საჯარო სექტორი დამატებითი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა და UNDP ხელს უწყობდნენ ახალ რეალობასთან ადაპტირების პროცესს, საჯარო უწყებების დისტანციური მუშაობის რეჟიმში გადასვლას და, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ელექტრონული სერვისების დანერგვას.

დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და UNDP-ის მხარდაჭერით, ასევე გაღრმავდა საჯარო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობა, გაიზარდა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა საჯარო მმართველობის რეფორმის დაგეგმვაში, განხორციელებასა და მონიტორინგში.

საკონტაქტო ინფორმაცია

Icon of SDG 16

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი