ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობა საქართველოს განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნის მისაღწევად, ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია, რომელშიც აისახება სათბური აირების გაფრქვევის შემცირების, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ეკონომიკის შესაბამისი გარდაქმნის (დეკარბონიზაციის) გზები. საქართველომ უკვე დაიწყო ასეთი დოკუმენტის შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება დაბალემისიიანი განვითარების სცენარი 2050 წლამდე პერიოდში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წამყვან როლს ასრულებს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, ხოლო ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ სტრატეგიის შექმნის პროცესს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის EU4Climate ფარგლებში.

ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე მორგებული დაბალემისიიანი განვითარების სცენარების განხილვა შედგა 24 და 25 მაისს გამართულ სემინარზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სემინარის ორგანიზატორები იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირი (EU) და UNDP, კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (RECC) თანამშრომლობით.

მსჯელობა შეეხო ქართული ეკონომიკის ისეთ სექტორებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, მშენებლობა, ტრანსპორტი, წარმოება, სოფლის მეურნეობა, მიწის გამოყენება, ტყის მართვა და ნარჩენების მართვა.

„გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება ეყრდნობა უახლესი კვლევების მიგნებებს. ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება საქართველოს როგორც ეკონომიკური, ისე გარემოსდაცვითი მიზნები. საქართველომ უკვე განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი და მიიღო კლიმატის ცვლილების ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია კლიმატის ცვლილების შერბილების გზაზე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

„ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესახებ. ასეთი სტრატეგიის მიღება ხელს შეუწყობს კლიმატისადმი მედეგობის ინტეგრირებას ეროვნული განვითარების დღის წესრიგში. გარდა ამისა, მასში აისახება კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად. ჩვენი პროგრამა EU4Climate ეხმარება საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს წარმატებით შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც მათ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, პარიზის კონვენციისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში აიღეს“, - აღნიშნა ალექსანდრე დარასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორმა.

5 მაისს, საქართველომ აიღო ახალი საერთაშორისო ვალდებულება სათბური აირების გაფრქვევის  შემცირებასთან დაკავშირებით და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტი კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოში წარადგინა. ამავდროულად, საქართველომ მიიღო კლიმატის ცვლილების ახალი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.

საქართველოს განახლებული საერთაშორისო ვალდებულება ითვალისწინებს სათბური აირების გაფრქვევის შემცირებას ეკონომიკის საკვანძო სექტორებში, რამაც მთლიანი ეროვნული ემისიების რაოდენობა, 1990 წლის დონესთან შედარებით, 35 პროცენტით უნდა შეამციროს.

მაგალითად, ენერგეტიკის სექტორში, რომლის წილი მთლიან ეროვნულ ემისიებში 62 პროცენტს შეადგენს, სათბური აირების გაფრქვევა 1990 წლის ნიშნულთან შედარებით 15 პროცენტით უნდა შემცირდეს, ხოლო წარმოებაში (მთლიანი ეროვნული ემისიების 12 პროცენტი) – 5 პროცენტით.

გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის მიღება ხელს შეუწყობს ამ ამბიციური მიზნების მიღწევას და ეროვნული განვითარების კონკრეტულ გზებს დასახავს. სტრატეგიაში  წარმოდგენილი იქნება დაბალემისიიანი განვითარების ეროვნული ხედვა, რომლის მიზანია კლიმატისადმი მდგრადი და სოციალურად და ეკონომიკურად წარმატებული საზოგადოების მშენებლობა.

„დაბალემისიიანი განვითარება მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძველია, რომელიც თავის მხრივ,  შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეწყობს გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვას ეკონომიკის ყველა სექტორში. UNDP მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, შეიმუშავოს დაბალემისიიანი განვითარების რეალისტური მიზნები და პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას მათ მისაღწევად“, - აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების ეროვნულ სტრატეგიის შემუშავება 2021 წლის სექტემბერში დასრულდება. დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობა მას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოს წარუდგენს.

***

პროგრამა EU4Climate ხელს უწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივაა, რომელსაც ექვსივე ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსში, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და  უკრაინა) გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს. პროგრამა EU4Climate 2019 წელს დაიწყო და 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 8.8 მილიონ ევროს შეადგენს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
Icon of SDG 13

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი