ფოტოს ავტორი: მამუკა ჩხიკვაძე/UNDP

ქალაქი ბათუმი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, თანმიმდევრულად ახორციელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გარდაქმნას მწვანე ქალაქის ხედვის შესაბამისად. 31 მარტს ბათუმს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით, UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი ეწვია და მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გატარებულ რეფორმებს გაეცნო.

მრავალწლიანი მოსამზადებელი სამუშაოებისა და დაგეგმვის შემდეგ, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით განხორციელდა, 2020 წელს გაიხსნა 3.8 კილომეტრი სიგრძის ავტობუსისა და ველოსიპედის ზოლები, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას და მწვანე ურბანულ ტრანსპორტზე გადასვლას. მგზავრების კომფორტული გადაადგილებისთვის, ავტობუსის ზოლები აღჭურვილია 30 ელექტრონული საინფორმაციო ტაბლოთი.

გარდა ამისა, ბათუმის სხვადასხვა უბანში შეიქმნა პარკირებისთვის განკუთვნილი შვიდი თანამედროვე სივრცე, რომელთა საერთო ტევადობა 230 ავტომობილს შეადგენს. თავისუფალი ადგილების განსაზღვრა და პარკირების ხანგრძლიობისა და საათობრივი საფასურის კონტროლი ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება.

ბათუმში ვიზიტის დროს, ლუიზა ვინტონმა ახლადგახსნილ ავტობუსის ზოლზე ელექტრო-ავტობუსით გაისეირნა. UNDP-ის ხელმძღვანელი ასევე შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, ბათუმის მოქმედ მერს არჩილ ჩიქოვანს და სხვა ოფიციალურ პირებს - აჭარის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს ტიტე აროშიძეს, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორს ლევან ლაზარიაშვილს და პროგრამის „მწვანე ქალაქი“ ეროვნულ დირექტორს ეთუნა ლომაძეს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან ურბანული მობილობის მდგრადი მოდელის დანერგვის მიზნით. UNDP-ის ხელშეწყობით განხორციელდა ადამიანთა მობილობის კვლევა ბათუმის მუნიციპალიტეტის 78 სატრანსპორტო ზონაში. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შემუშავდა ბათუმის ურბანული მობილობის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პარკირების ახალი სისტემის დანერგვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ოპტიმიზაციას და ველოსიპედისთვის განკუთვნილი სივრცეების გაფართოებას.

გატარებული რეფორმების საფუძველზე და UNDP-ის მხარდაჭერით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2018-2020 წლებში ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბათუმს 40 დაბალი ემისიისა და 8 ნულოვანი ემისიის მქონე ავტობუსი გადასცა. ამის შედეგად, ბათუმის ქუჩებში თითქმის ორჯერ შემცირდა სამარშრუტო მინივენების რაოდენობა, ხოლო ავტობუსის 19 მუნიციპალური მარშრუტიდან 13-მა სპეციალურ ზოლებზე გადაინაცვლა.

„ბათუმის ულამაზეს სანაპიროს გადაჭარბებული მშენებლობის საფრთხე ემუქრება. გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ბათუმის გარდაქმნას ადამიანებისთვის განკუთვნილ ქალაქად, შესანიშნავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სუფთა ჰაერით და სეირნობისთვის, ველოსიპედის ტარებისა და  აქტიური ცხოვრებისთვის განკუთვნილი სივრცით”, - თქვა ვინტონმა.

1 აპრილს ლუიზა ვინტონი გაემგზავრა მაჭახელას ეროვნულ პარკში, სადაც UNDP ხელს უწყობს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში გარემოსდაცვითი მიდგომების დანერგვას და პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. UNDP-ის დახმარება ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, 1.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებას ემსახურება.

აჭარაში ვიზიტით ლუიზა ვინტონმა დაასრულა თავისი სამწლიანი მოღვაწეობა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე.

„პატივი მქონდა მემსახურა საქართველოში გამოწვევებით დატვირთულ დროს, როდესაც ქვეყანა ებრძოდა პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისსა და სოციალურ პრობლემებს. ამაყი ვარ, რომ ვხელმძღვანელობდი გაეროს განვითარების პროგრამას, რომელიც საქართველოს საიმედო პარტნიორია როგორც გამოწვევების დაძლევის, ასევე მდგრადი განვითარების მიღწევის გზაზე. მე ღრმად მჯერა, რომ საქართველოს აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი და დიდი მომავალი. დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი და წარმატებული გახდება“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

საკონტაქტო ინფორმაცია

Icon of SDG 11 Icon of SDG 13 Icon of SDG 15

დამეტებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი