ნართების თქმულებების ილუსტრაცია. მხატვარი: ოლეგ ბასაევი

ქართველმა და ოსმა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს კავკასიის ისტორიისა და კულტურის ცხრაწლიანი ერთობლივი კვლევის შედეგები. ნაშრომებს შორის წარმოდგენილია უძველესი კავკასიური ეპოსის „ნართების თქმულებების“ საბავშვო გამოცემა, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები და ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ენციკლოპედია, რომელიც მე-19 საუკუნემდე პერიოდს მოიცავს.

აკადემიურ და შემეცნებით ღირებულებასთან ერთად, ეს ნაშრომები ერთგვარად აჯამებს ქართველ და ოს მკვლევართა თანამშრომლობას, რომლის მიზანია კავკასიის ხალხების საერთო კულტურული და ისტორიული საგანძურის შენარჩუნება და პოპულარიზაცია.

ქართველ და ოს მეცნიერთა ერთობლივი საქმიანობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. პროექტის განხორცილებაში ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკა“.

„ადგილობრივი ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოების პროექტები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ისტორია და კულტურა, ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის ხელახალ აღმოჩენასა და პოპულარიზაციას და კონსტრუქტული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ევროკავშირი მოხარულია, მხარი დაუჭიროს ასეთ ორგანიზაციებს და მიესალმება კონფლიქტით გაყოფილ თემებს შორის კავშირების განმტკიცებას,” - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„წარსულის გააზრება ხელს უწყობს აწმყოში არსებული უთანხმოების მოგვარებასა და სამომავლო თანამშრომლობის მშენებლობას. გაეროს განვითარების პროგრამა მოხარულია მხარი დაუჭიროს ქართველი და ოსი მკვლევარების ერთობლივ საქმიანობას, რომლის შედეგად ახალგაზრდა თაობა უკეთ გაეცნობა კავკასიის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ენციკლოპედია წარმოადგენს ისტორიულ ქრონიკას, რომელიც საარქივო დოკუმენტებს ეფუძნება. ენციკლოპედიაში შესულია ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ამსახველი ფაქტები უძველესი დროიდან მე-19 საუკუნის ბოლომდე.

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები შეიცავს 22,000-ზე მეტ სიტყვის განმარტებას, რომელიც შემუშავებულია ქართველი და ოსი ენათმეცნიერების მიერ. ლექსიკონები პირველად 2012 წელს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით გამოიცა. საზოგადოების მზარდი ინტერესის შემდეგ, მათი დასრულებული და განახლებული გამოცემები 2016 და 2020 წლებში გამოქვეყნდა.

„ნართების თქმულებები“ ისევე მნიშვნელოვანია კავკასიური ხალხებისთვის, როგორც ბერძნული მითები დასავლური ცივილიზაციისთვის. ეს უძველესი ეპოსი თარგმნილია ქართულ, ოსურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე და ადაპტირებულია ბავშვებისთვის. გამოცემაში შესულია ქართველი და ოსი მხატვრების მიერ შესრულებული ილუსტრაციები.

2018 წელს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, „ნართების თქმულებები“ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე გაცოცხლდა. ახალგაზრდა მსახიობებმა ეს ვაჟკაცობის, მეგობრობისა და სიყვარულის ამსახველი ეპოსი ქართულ და ოსურ ენებზე წარმოადგინეს.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი გამოცემები კავკასიური ენების, ლიტერატურის, ფოლკლორისა და ისტორიის მკვლევარების მრავალწლიანი შრომის შედეგია. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ უნიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა კავკასიური მოზაიკის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევმა.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერა ხორციელდება მათი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ცნობილია, როგორც „ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი“ (COBERM). პროგრამის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა კონფლიქტით დანაწევრებულ თემებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში. 2010 წლიდან, კობერმის ფარგლებში 200-მზე მეტი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა, რამაც თავისი წვლილი შეიტანა მშვიდობისა მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მიმართ ახალი მიდგომების შემუშავებაში. 

საკონტაქტო ინფორმაცია

Icon of SDG 16

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი