ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნეს არჩევნების შემდგომი პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიში, რომელშიც ასახულია საარჩევნო გაშუქების ტენდენციები 1 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდში.

კვლევამ გამოავლინა, რომ ქართული მედიის პოლარიზებამ კიდევ უფრო იმატა არჩვენების შემდეგ, რაც შესაბამისად აისახა ყველა ძირითადი პოლიტიკური თემის გაშუქებაზე, მათ შორის საპარლამენტო ბოიკოტის, ევროკავშირის მედიაციით გამართული პოლიტიკური მოლაპარაკებების, და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გაშუქებაზე.

მონიტორინგის წინა პერიოდის მსგავსად, პოლარიზება განსაკუთრებით მძაფრი იყო  ტელევიზიების შემთხვევაში. ამას თან სდევდა მაყურებლის მანიპულირებისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენების  შემთხვევებიც. ახალი ამბებისა და ტოკშოუების წამყვანები ხშირად დაუფარავად მიკერძოებულები იყვნენ გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიმართ და სხვა პოლიტიკური მოთამაშეების დისკრედიტირებას ცდილობდნენ. მედიამონიტორინგმა აღრიცხა რამდენიმე შემაშფოთებელი შემთხვევა, როდესაც ტოკშოუების წამყვანებმა ფსიქიატრიული ტერმინოლოგია გამოიყენეს პოლიტიკოსების მიმართ, რითაც არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი დაარღვიეს, არამედ ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირების სტიგმას შეუწყვეს ხელი.

გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება გამოიკვეთა ბეჭდურ მედიაშიც. გამოცემების ნაწილი იყენებდა დისკრიმინაციულ ენას და აქვეყნებდა პოლიტიკოსების დამამცირებელ ფოტოებს. თუმცა, მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით, გენდერული სტერეოტიპების გამოყენება უფრო ნაკლებად შეიმჩნეოდა.

ტელევიზიებსა და ბეჭდურ მედიასთან შედარებით, პოლარიზების სიმძაფრე უფრო დაბალი იყო ონლაინ მედიის სეგმენტში, რომელიც საარჩევნო მოთამაშეების ფართო სპექტრს აშუქებდა და დისკრიმინაციული ენის გამოყენებას ერიდებოდა. ონლაინ გამოცემები სრულად აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს და მეტ-ნაკლებად მრავალფეროვან ინფორმაციას სთავაზობდნენ აუდიტორიას.

„არჩვენების შემდგომი თვეები საკმაოდ რთული იყო საქართველოსთვის. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ასაზრდოებდა მედიაში არსებულ პოლარიზებას და პირიქით, პოლარიზებული მედია პოლიტიკურ დაპირისპირებას აღვივებდა. ამ მანკიერმა წრემ თავისი გავლენა იქონია საზოგადოებაზე. პოლიტიკა დომინირებდა ბევრი მნიშვნელოვანი  საზოგადოებრივი თემის გაშუქებისას, რაც თავისთავად არაჯანსაღია და ანგარიშებშიც შესაბამისად აისახა. იმედი გვაქვს, რომ მრავალთვიანი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა ჟურნალისტურ საქმიანობაზეც აისახება და შესაძლებლობას მისცემს მედიას, უკეთ დაიცვას ჟურნალისტური სტანდარტი და თავისი როლი შეასრულოს პოლარიზების შემცირებაში“, - აღნიშნა ევია კოტანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ.

„ხარისხიანი და მიუკერძოებელი გაშუქება დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილია. მედიის მონიტორინგი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს, ხელს უწყობს პოლიტიკური მრავალფეროვნების შეფასებას და კრიტიკულად მნიშვნელოვან ხელსაწყოს წარმოადგენს როგორც ჟურნალისტებისთვის, ისე პოლიტიკოსებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის“, - განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული საარჩევნო მედიამონიტორინგი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო.

არჩვენების შემდგომ პერიოდში, მედიამონიტორინგი მოიცავდა 33 მედია საშუალებას - 12 ტელევიზიას, 8 გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას. ხოლო არჩევნებამდე და არჩევნების მსვლელობაში, მედიამონიტორინგი ასევე შეისწავლიდა 10 რადიო სადგურსა და სოციალურ ქსელ ფეისბუკს.

მედიამონიტორინგის ანგარიშები განთავსებულია ვებგვერდზე: http://www.mediamonitor.ge/

დამატებითი ინფორმაციისა და ინტერვიუების თაობაზე მოგვმართეთ:

ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამაში:

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

მედიამონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებში:

  • ტელევიზიები - ნანა ბიგანიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 597 001033, nanabigana@gmail.com
  • ონლაინ მედია - გიორგი ჯოლოგუა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 595 025140, gjologua@cu.edu.ge
  • ბეჭდური მედია - ეკა ბერიძე, Internews საქართველო, +995 557 363056, eka@internews.ge
Icon of SDG 16

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი