არჩევნების მედიამონიტორინგი დაიწყო

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგი დაიწყეს

5 July 2021

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, 5 ივლისიდან, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგი დაიწყო. მედიამონიტორინგი სრული საარჩევნო ციკლის მანძილზე გაგრძელდება და არჩვენების შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე).

მედიამონიტორინგს ახორციელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო.

მედიამონიტორინგი მოიცავს 54 ეროვნულ და რეგიონულ მედია-საშუალებას, რომელთა შორისაა:

  • 14 ტელევიზია (5 ეროვნული, 9 რეგიონული)
  • 12 რადიო (6 ეროვნული, 6 რეგიონული)
  • 11 ბეჭდური გამოცემა (7 ეროვნული, 4 რეგიონული)
  • 17 ონლაინ გამოცემა (9 ეროვნული, 8 რეგიონული)

მედიამონიტორინგის ანგარიშებში შევა არჩვენების გაშუქების რაოდენობრივი მაჩვენებლები და თვისებრივი ანალიზი.

მონიტორინგი ასევე შეისწავლის, თუ როგორ იყენებენ ქართული მედია-საშუალებები სოციალურ მედიას, კერძოდ, ფეისბუკს, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, და რა სახის მედია-კონტენტი ზიარდება ფეისბუკის გვერდებსა და ჯგუფებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.

გარდა ამისა, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებელი დამატებითი ანგარიში გაარკვევს, თუ როგორ აშუქებს ქართული მედია უცხოურ გავლენას არჩევნების პროცესზე.

მედიამონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: mediamonitor.ge/

დამატებითი ინფორმაციისა და ინტერვიუების თაობაზე მოგვმართეთ:

ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამაში:

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

მედიამონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებში:

  • ტელევიზიები - ნანა ბიგანიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 597 001033, nanabigana@gmail.com
  • ონლაინ მედია - გიორგი ჯოლოგუა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 595 025140, gjologua@cu.edu.ge
  • ბეჭდური მედია - ეკა ბერიძე, Internews საქართველო, +995 557 363056, eka@internews.ge
  • უცხოური გავლენა არჩევნებზე - მარიამ კობალაძე, CRRC-საქართველო, 599 407403, mariam.kobaladze@crrccenters.org

მედიამონიტორინგის პერიოდი:

2021 წლის ივლისი - 2022 წლის მარტი

მედიამონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ტელევიზია, ონლაინ მედია და სოციალური ქსელი
  • ინტერნიუს საქართველო – ბეჭდური მედია და რადიო
  • CRRC-საქართველო – უცხოური გავლენა არჩევნებზე

ეროვნული მედია-საშუალებები:

ტელევიზია რადიო ბეჭდური მედია  ონლაინ მედია 
  1. იმედი
  2. მთავარი არხი
  3. პირველი
  4. რუსთავი-2
  5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1-ელი არხი
  1. იმედი
  2. მაესტრო
  3. პალიტრა
  4. პირველი რადიო
  5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო-1
  6. ფორტუნა
  1. ალია
  2. ასავალ-დასავალი
  3. ახალი თაობა
  4. კვირის პალიტრა
  5. რეზონანსი
  6. საქართველო და მსოფლიო
  7. ქრონიკა+
  1. ambebi.ge
  2. interpressnews.ge
  3. mpn.ge
  4. netgazeti.ge
  5. news.on.ge
  6. publika.ge
  7. radiotavisupleba.ge
  8. sputnik-georgia.com
  9. tabula.ge

რეგიონული მედია-საშუალებები:

ტელევიზია რადიო ბეჭდური მედია ონლაინ მედია 
  1. აჭარა
  2. გურია
  3. გურჯაანი
  4. თრიალეთი
  5. მე-9 არხი
  6. ოდიში
  7. რიონი
  8. ტვ 25
  9. ტვ 4
  1. ათინათი
  2. ვეი
  3. ძველი ქალაქი
  4. მარნეული
  5. სამხრეთის კარიბჭე
  6. ჰერეთი
  1. ალიონი
  2. გურია ნიუსი
  3. ჩემი ხარაგაული
  4. ჰო და არა
  1. batumelebi.ge
  2. guriismoambe.ge
  3. kartli.ge
  4. knews.ge
  5. kutaisipost.ge
  6. livepress.ge
  7. reginfo.ge
  8. sk