ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს სახალხო დამცველი აღიარებენ იმ გამოწვევებს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირები უმკლავდებიან და მხარს უჭერენ ღირსეული გარემოს შექმნას ყველა მოქალაქისთვის, გამონაკლისის გარეშე.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, UNDP და სახალხო დამცველი ხელს უწყობენ მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების დანერგვასა და განხორციელებას, რაც გათვალისწინებულია 2020 წლის დეკემბერში მიღებული ტექნიკური რეგლამენტის დოკუმენტით. აღნიშნული სტანდარტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელებისას და ინკლუზიური  ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფა როგორც ქალაქად, ასევე სოფლად.

2021 წლის მარტში, UNDP-სა და სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, გაიმართა 12 სემინარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურების 300-მდე თანამშრომლისთვის.

სემინარებს გაუძღვნენ სახალხო დამცველის თანამშრომლები და პროფესიონალი არქიტექტორები, რომელთაც ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მონაწილეებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის საერთაშორისო და ადგილობრივი რეგულაციების შესახებ. მათ ასევე ისაუბრეს ახალი ტექნიკური რეგლამენტის დაცვისთვის აუცილებელ ტექნიკურ მახასიათებლებზე და არქიტექტურასა და მშენებლობაში ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიურობის პრინციპების გათვალისწინებაზე.

”საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით გათვალისწინებული პრინციპები ცხოვრების ყველა სფეროში დაინერგოს. ჩვენი მხარდაჭერა მიზნად ისახავს, რომ თანასწორობა და ინკლუზიურობა დაცული იყოს ყველგან და ყოველთვის, ქუჩებსა და საზოგადოებრივ სივრცეში, სამუშაო ადგილებსა და სახლებში”, - განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

”მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების შემოღება წინგადადგმული ნაბიჯია, რომელსაც ამ პროგრესული რეგულაციის ეფექტიანი დანერგვა და განხორციელება უნდა მოჰყვეს. სწორედ ამ გზით შევძლებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას და საქართველოში ინკლუზიური გარემოს შექმნას“, - აღნიშნა სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები  ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და მარგინალური ჯგუფია, მიუხედავად იმისა, რომ მათი უფლებების დასაცავად ქვეყანამ მკაცრად გაწერილი საკანონმდებლო ვალდებულებები აიღო. 2014 წელს საქართველომ მოახდინა გაეროს შესაბამისი კონვენციის რატიფიცირება, ხოლო 2020 წელს მიიღო კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევის მიხედვით, საზოგადოების მიმღებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ მუდმივად იზრდება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებს შეუძლიათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ სწავლასა და პროფესიულ საქმიანობაში და ჩაერთონ ქვეყნის მართვაში გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირების შემთხვევაში საზოგადოებრივი მიმღებლობის ხარისხი საგრძნობლად დაბალია.

ამავე კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უფრო ქმედით ნაბიჯებს ელის ქვეყნის ხელისუფლებისგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, მათ შორის ინკლუზიური ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით, რასაც გამოკითხულთა 85 პროცენტი  გადაუდებელ საჭიროებად მიიჩნევს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს მთავრობასთან, გაეროს სააგენტოებთან და სხვა ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

UNDP-ის მიმდინარე ინიციატივა ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს  2 მილიონ აშშ დოლარს გაეროს მდგრადი განვითარების ფონდის დაფინანსებით, ხოლო მის განხორციელებაში ჩართულია გაეროს ექვსი სააგენტო.  

საკონტაქტო ინფორმაცია

Icon of SDG 10 Icon of SDG 16

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი