წინამდებარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში; ევროკავშირის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში; ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში; და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი.

დღეს 30 წელი შესრულდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ისტორიული გადაწყვეტილებიდან იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად არ უნდა იქნას მიჩნეული. ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან  ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ჩვენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში.

წელს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOBIT) COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე აღინიშნება. ვირუსის საფრთხისგან და მის შესაკავებლად გატარებული ზომების სოციალური და ეკონომიკური შედეგებისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მძიმეა მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფებისთვის, მათ შორის ლგბტქი+ თემისთვის.

ლგბტქი+ თემი მუდმივად განიცდის დისკრიმინაციასა და სტიგმას ჯანდაცვისა და სხვა სახის სერვისების მიღების დროს, რამაც პანდემიის პირობებში შეიძლება საბედისწერო შედეგი გამოიღოს. სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის შედეგად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საფრთხე ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების მიმართ. ხოლო ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო, ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორში, საარსებო წყარო დაკარგა და სოციალური უსაფრთხოების ქსელის მიღმა აღმოჩნდა.

ამ ვითარების გათვალისწინებით, მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, პანდემიის დროს ხელი შეუწყოს ლგბტქი+ თემსა და მოსახლეობის სხვა მოწყვლად ჯგუფებს, რაც ადამიანის უფლებების საბჭოს და ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მეშვეობით ხორციელდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ლგბტქი+ თემის ხმა და დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე მოეკიდოს მისი საჭიროებების მოგვარებას.    

თუმცა არსებული გამოწვევა მიმდინარ კრიზისის ფარგლებს სცილდება. ამ დღეს გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხმა აიმაღლეს იმ დისონანსთან დაკავშირებით, რომელიც შეიმჩნევა საქართველოს კანონმდებლობის სულისკვეთებასა ადამიანის უფლებების დაცვისა და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში და იმ რუტინულ სტერეოტიპებსა და ძალადობას შორის, რომელსაც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

მივესალმებით მას შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის 2020 წლის თებერვალში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მე-15 თავის მიღებას, რომელიც სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერულ იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლგბტქი+ თემის საჭიროებებზე მორგებული სერვისების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა მკაფიო ვალდებულებებს აიღებს ამ გეგმის შესასრულებლად და ამ მიმართულებით მყისიერ და კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამს.            

ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ, რათა ლგბტქი+ ადამიანებმა საფრთხისა და შიშის გარეშე შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება და საკუთარი იდენტობის გამოვლენა. თუმცა პასუხისმგებლობა ამით არ ამოიწურება. რელიგიურ და სათემო ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთლიანად საზოგადოებას უდიდესი როლი აკისრია საქართველოში ტოლერანტობის კლიმატის შექმნის საქმეში.

COVID-19-მა საქართველოს საუკეთესო მხარეები გამოავლინა, დაგვანახა ადამიანების სოლიდარობა, მათი მზაობა, იმოქმედონ სხვისი ინტერესების გათვალისწინებით. იმედი გვაქვს, რომ მომავლში ეს სულისკვეთება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების სრულ მრავალფეროვნებაზე, მათ შორის ლგბტქი+ თემზეც გავრცელდება, რაც ჰარმონიული და მდგრადი საზოგადოების მშენებლობას შეუწყობს ხელს.

ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ვხედავთ საქართველოს მომავალს, სადაც განვითარების მიღმა არავინ დარჩება.

***

ლგბტქი+ თემის მიმართ არსებული საფრთხეები COVID-19 პანდემიის კონტექსტში. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი: https://www.ohchr.org/Documents/Issues/LGBT/LGBTIpeople.pdf

სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებში გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიში, 2019: https://ap.ohchr.org/documents/dpage_e.aspx?si=A/HRC/41/45/Add.1

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კაბინეტის რეკომენდაციები, 2010: https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectID=09000016805cf40a

Icon of SDG 10 Icon of SDG 16

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი