ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის განვითარების სააგენტოს ოცდახუთამდე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერმა, მონაწილეობა მიიღო ორდღიან სამუშაო შეხვედრაში, სადაც მოხდა საქართველოს სოფლის განვითარების სფეროში დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის (EU) ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტებთან თანამშრომლობით, პროგრამის ENPARD ფარგლებში.

სამინისტრო ახორციელებს მთელ რიგ ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციული ეფექტურობის გაზრდას და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული  და სრული ინტეგრაციის პროცესის მნიშნელოვანი ნაწილია.

ევროკავშირის დაფინანსებით, UNDP-ის მიერ, PricewaterhouseCoopers Georgia-სა და ევროპელ კონსულტანტებთან თანამშრომლობის შედეგად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ჩამოყალიბდება  სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ახალი სტრუქტურა (წარმმართველი უწყება და გადამხდელი სააგენტო) ადამიანური რესურსების მართვის/სწავლისა და განვითარების განახლებულ მექანიზმთან ერთად.

„ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, ცვლილებები, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება, გავლენას იქონიებს სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციულ ერთეულებზე და იმ სამუშაო პროცესზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას. ეს არის იმ სტრატეგიის გამოხმაურება, რაც ქვეყანას გააჩნია და რაც გულისხმობს მეტი ევროკავშირი  საქართველოში და მეტი საქართველო ევროკავშირში. ჩვენ გვინდა ვიყოთ მზად ევროკავშირის პროგრამებში ოპერატიულად ჩართვისათვის. ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა, გვაქვს  განვითარების სამოქმედო გეგმა;  ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით თანმიმდევრულები. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების ინსტიტუციური გაუმჯობესება   ძალიან მნიშვნელოვანია,” განაცხადა შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • თამარ ხუნწარია, ENPARD საქართველო, +995 595 989916, tamar.k@actionprgroup.com
Slide
ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP
Icon of SDG 01 Icon of SDG 10

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი