ფოტოგრაფი: ანკა გუჯაბიძე. არტ-პროექტი: დღეს აიკიდებ

ქართველი ქალი ხელოვანების - ვიზუალური არტისტებისა და მწერლების მიერ კარანტინის დროს შექმნილი ნამუშევრები შევიდა ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში. ყველა არტ-პროექტი მათი ავტორების პირად გამოცდილებას ეფუძნება და ამ გზით გამოხატავს პანდემიის დროს საზოგადოებაში შექმნილ განცდებსა და განწყობებს - შიშს, შფოთვას, მარტოობასა და გარიყულობას, მაგრამ ამავდროულად საკუთარი თავის ძიებას, ოჯახთან და ახლობლებთან ერთიანობასა და ბუნებისკენ შემობრუნებას.

უნიკალური შემოქმედებითი ინიციატივა I_Residency განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით. კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის ზრდის გამო, ნამუშევრების წარდგენა ონლაინ სივრცეში შედგება.

„ქალებისა და კაცების გამოცდილება განსხვავებულია პანდემიის მსგავსი კრიზისის დროს“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ბევრი ქალისთვის იზოლაცია ოჯახის წევრებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გაზრდას და ასევე ოჯახური ძალადობის საფრთხის მატებას ნიშნავდა. მეორეს მხრივ, იზოლაცია და განმარტოება ბევრმა საკუთარი თავის შეცნობისა და აღდგენის შესაძლებლობად აღიქვა. პროექტში მონაწილე ყველა არტისტმა თავისებურად დაინახა და გადმოსცა ეს მდგომარეობა, მისი დადებითი და უარყოფითი ასპექტებით“.

„ხელოვნება ჩვენს ურთიერთკავშირს გვახსენებს, რაც ასეთ მძიმე დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა. „ქართველი არტისტები გვთავაზობენ პანდემიასთან ბრძოლის პირად, მაგრამ ამავდროულად უნივერსალურ გამოცდილებას“.

საკუთარი ხედვის გადმოსაცემად I_Residency მონაწილეებმა სხვადასხვა შემოქმედებით ხერხს მიმართეს. მათ არტ-პროექტებში გამოყენებულია ფოტო და ვიდეოგრაფია, მულტიმედია, მოთხრობები, დღიურები და სცენარები.

პროექტში ჩაერთო ცხრა ვიზუალური არტისტი - ანკა გუჯაბიძე, ნატა სოფრომაძე, თაკო რობაქიძე, მანო სვანიძე, ნათელა გრიგალაშვილი, თეა გვეტაძე, ლუიზა ჩალათაშვილი, მარიკა ქოჩიაშვილი, დარო სულაკაური, და  თერთმეტი მწერალი - ნინო თარხნიშვილი, სალომე ასათიანი, ანა ძიაპშიპა, ლია ლიქოკელი, ნინი ელიაშვილი, ანა სამადაშვილი, სალომე ჯაში, მაკა კუკულავა, მარი ბექაური, მარიამ ნატროშვილი, ნესტან ნენე კვინიკაძე.

“თბილისის ფოტო ფესტივალი მრავალი წლის მანძილზე აქტიურად მუშაობს ქართველი და სამხრეთ კავკასიელი ქალი ფოტოგრაფების პროფესიულ და ფინანსურ გაძლიერებაზე“, - აღნიშნა ნესტან ნიჟარაძემ, I_Residency კურატორმა და ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორმა. „შესაბამისად, პანდემიის დაწყებასთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავწყვიტეთ, რომ ახალი შესაძლებლობები შეგვექმნა ამ მოცემულობაში ქართველი ქალი ვიზუალური არტისტებისთვის და მწერლებისთვის, მათი ფინანსური, პროფესიული და ემოციური მხარდაჭერისთვის. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ფესტივალის I_Residency პროგრამა“.

ქალი არტისტების ხელშეწყობა იმ უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) თანასწორი უფლებების მხარდაჭერისა და საქართველოში პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის მიზნით ახორციელებს. ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალთან თანამშრომლობა შედგა შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება.    

საკონტაქტო ინფორმაცია

Slide
ფოტოგრაფი: დარო სულაკაური. არტ-პროექტი: კარანტინის დღიურები
Slide
ფოტოგრაფი: დარო სულაკაური. არტ-პროექტი: კარანტინის დღიურები
Slide
ფოტოგრაფი: მანო სვანიძე. არტ-პროექტი: Dormiveglia
Slide
ფოტოგრაფი: მანო სვანიძე. არტ-პროექტი: Dormiveglia
Slide
ფოტოგრაფი: მანო სვანიძე. არტ-პროექტი: Dormiveglia
Slide
ფოტოგრაფი: ნათელა გრიგალაშვილი. არტ-პროექტი: 17 ნაბიჯი თავისუფლებისკენ
Slide
ფოტოგრაფი: ნათელა ყოჩიაშვილი. არტ-პროეტი: Being Loved Isn't Easy for You
Slide
ფოტოგრაფი: თაკო რობაქიძე
Slide
ფოტოგრაფი: თაკო რობაქიძე
Icon of SDG 05

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი